ხალხის კრეატიულობა და იდეები

Year
2019
Storyteller
Contact name
Alexandra Adamia
Participants
Share:
Overview
Creativity means transforming your ideas and imaginations into reality. Adding something new and different to this world, solving problems with your creativity or just doing it, because of liking it. Creativity can mostly be found in art like, music, dancing, literature, drawing and so on. Language and culture is also creativity. I wrote about art development, particularly about drawing development and how did European art effected Georgia or how Georgian art effected Europe. Also, I wrote how can art be fun. მე მინდა ვისაუბრო ადამიანის კრეატიულობაზე და იდეებზე; ჩემი აზრით,კრეატიულობა/შემოქმედებითობა ნიშნავს აზრების, იდეების რეალიზებასა და შექმნას. როდესაც კრეატიული ხარ შეგიძლია გაიაზრო და მოიფიქრო განსხვავებული და ახალი იდეები. კრეატიულობა დამოკიდებულია ფიქრებზე და შეიძლება დაეხმაროს საზოგადოებას პრობლემების გადაჭრაში ან მოუტანოს სიამოვნება. კრეატიულობა თავიდანვე უფრო მეტად ჩანდა ხელოვნებაში- ისეთ დარგებში როგორიცაა ცეკვა, სიმღერა, სახვითი ხელოვნება, ლიტერატურა და სხვა.ჩემი აზრით, ენის და კულტურის შექმნაც კრეატიულობად ითვლება. იმისათვის რომ უფრო ნათელი იყოს რა ფორმით გვხვდება კრეატილობის რეალიზაცია ხელოვნებაში, მინდა შევეხო სახვით ხელოვნებას (visual art), რადგან ვთვლი, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე კრეატიული დარგია. პირველი ხელოვნების ნიმუშები,კედლის მხატვრობის სახით, იყო ნაპოვნი ძველ გამოქვაბულებში, როდესაც ხალხმა ალბათ პირველად დაიწყო კრეატიულად აზროვნება. ნახატებზე იყო გამოსახული ყოველდღიური ცხოვრება; ნადირობა, საკვების მოპოვება და ბუნებასთან თანაცხოვრება. ასეთი ნიმუშები იყო ნაპოვნი მაგდანელიულ პერიოდში (დასავლეთ ევროპაში) და შემდეგ გავრცელდა სხვა მხარეებში. სახვითი ხელოვენების ნიმუშები არქიტექტურისა და მხატვრობის სახით პირველყოფილი ეპოქის შემდგომ, ეგვიპტესა და საბერძნეთში არის აღმოჩენილი. ისეთი უკვდავი ხელოვნების ნიმუშები- როგორიცაა ეგვიპტის პირამიდები და ელინისტური ეპოქის ტაძრები. მხატრობა ამ კულტურებში მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა. პირამიდების და ტაძრების კედლებზე იყო გამოსახული სარიტუალო და საყოფაცხოვრები ნივთები, როგორიცაა ირელია, მითიური ღმერთების ცხოვრების ამსახველი სიუჟეტები. ამ ცივილიზაციებმა დიდი გავლენა მოახდინეს ევროპულ და კონკრეტულად ქართულ ხელოვნებაზე და შემოქმედებაზე. შუა საუკუნეეებში, ახალი დომინანტის- ქრისტიანული რელიგიის ფონზე- ხელოვნება მეტწილად ბიბლიურ გმირებს ასახავდა -ხატების და კათოლიკურ სამყაროში ქანდაკებების სახით. ხუროთმოძღვრება, როგორც წინა საუკუნეებში, კვლავ წამყვანი არქიტექტურული ფორმა იყო. რენესანსმა-აღორძინების ხანამ- ევროპაში კრეატიულობის ახალი მხარე დაგვანახა: ძველი ღმერთების ახლებური, სიმბოლური გამოსახულება ახალი ფასეულობების, კერძოდ:ადამიანის სხეულის სილამაზის ასახვა. ევროპაში აგორებულმა ტალღამ დიდი გავლენა მოახდინა საზოგადოებაზე, პოლიტიკური და სოციალური ცვლილებები მოახდინა ევროპაში. ახალი, თავისუფალი სამყაროს შექმისათვის ბრძოლა ამის მერე მუდამ გრძელდებოდა- იმპრესიონიზმისა და შემდგომ მოდერნისტულ მიმდინარეობებში. საქართველოში აღორძინების პერიოდი ევროპაზე ბევრად ადრე დაიწყო.მეთორმეტე საუკუნეში ამ ეპოქის ყველაზე ცნობილი მაგალითი შოთა რუსთაველის პოემა „ვეფხვის ტყაოსანი“ გახდა. სამწუხაროდ, საქართველოში მუდმივი დამპყრობლური ომებისა და შიდა კონფლიქტებით გამოწვეული არასტაბილური მდგომარეობის გამო ამ ტენდენციების განვითარება რამდენიმე საუკუნით ფაქტიურად შეჩერდა. ბოლო, მეორე დიდი ტალღა ევროპასა და საქართველოს მოდერნიზმმა მოუტანა. ბევრი გამოჩენილი ქართველი ხელოვანი, როგორც კაკაბაძე, ნიკოლაძე, გუდიაშვილი ევროპის წამყვან სკოლებში სწავლობდნენ და ევროპულ კულტურას ეუფლებოდნენ. რამაც არაერთი მნიშვენელოვანი სახელოვნებო ნიმუში შექმნა. პირდაპირი გავლენები ევროპული მოდერნიზმის ქართულ არქიტექტურაზეც შეინიშნება. ის ახალი თავისუფლების ტალღა, რომელიც ამ ეპოქამ შექმნა, დღევანდელი საერთო ევოპულ ფასეულობებს ჩაუყარა საფუძველი. ეს ფასეულობები კი პირველ რიგში მრავალფეროვნებაზე და შემოქმედებით თავისუფლებაზეა ორიენტირებული. რაც თავის მხრივ, კრეტიულობის მთავარი საწინდარია. თანამედროვე ხელოვნება დღეს ბევრად უფრო მეტ სფეროს მოიცავს, ვიდრე მხოლოდ მხატვრობა. ხელოვნების და კრეატიულობის საზღვრები ტექნოლოგიურმა პროგრესმა გააფართოვა და დღეს მეცნიერება და ხელოვნება ერთიანი, კრეტიული მიმართულებით ვითარდება. თანამედროვე ხელოვანები პოლიტიკურ და სოციალურ მოვლენებს აპროტესტებენ და ქვეყნების განვითარებაზე დიდ გავლენას ახდენენ;ისეთი ჟანრები როგორც კინო, ვიდეოთამაშები, მუსიკა და ციფრული ხელოვნების სხვა ნიმუშები ჩვენი ცხოვრების ყოველდღიური ნაწილი გახდა.იგი ადამიანების მსოფმხედველობაზე და კრეატიულობაზე დიდ გავლენას ახდენს. ამ ყველაფერში გართობაც შედის. ადრე და მითუმეტეს ეხლა ხელოვნება და, ჩემი აზრით, განსაკუთრებით ხატვა შეიძლება წარმოადგენდეს გართობის სფეროს.ევროპაში ხშირად ცშეხვდებით „ქუჩის“ მხატვრებს-დღეს ეს ჩვენთან,საქართველოშიც არის. მაგრამ დღეს განვითარების,გართობის მეტი შესაძლებლობაა, რომ სხვაგვარად გაატარო დრო:მეგობრებთან ერთად შექმნა სხვადასხვა თამაშები;ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნა ნახატები და ანიმაციები; გააზიარო სოციალური ქსელით შენი ნახატები და სხვა. ევროპაში, საქართველოში და თითქმის მთელ დედამიწაზე დღესდღეობით არის შესაძლებელი კრეატიული იდეებისა და აზრების ურთიერთგაცვლა და განვითარება-რაც მსოფლიოს უფრო მრავალფეროვანს ხდის.