ევროპა და საქართველო - ანბანი

Year
2019
Storyteller
Contact name
Salome Tsikarishvili
Participants
Share:
Overview
The Georgian alphabet is something unique and incomparable. Finding similarities with European cultures for it is difficult and there is very little. But that is what makes me believe that it deserves a place within their cultural heritage, because true to the values’ of its continent it is similar yet completely its own. ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობა ბევრზე მეტყველებს. ადამიანს. ასე შეიძლება დაიწყოს ეს თემა მაგრამ ეს ახალი არ არის - რაც ადვილად მისახვედრია. ის ხომ მოიცავს ყველაფერს - მატერიალურს და არამატერიალურს - რაც კარგად წარმოაჩენს ქვეყნის ტრადიციებს და ცხვორების სტილს. მატერიალური სახის შეიძლება იყოს რაიმე ნაგებობა, ლანდშაფტი, რომელიც უნიკალურია ამ ადგილისთვის, არტიფაქტი ან ნივთი... მეორე მხარეს კი, მაგალითად, ტრადიცია, დღესასწაული და ა.შ. კულტურული მემკვიდრეობის ცნება არის ფართო და ბევრის მომცველი. ამის გამო ძალიან რთულია მისი მთლიანობაში განხილვა. ამას დიდი დრო და ცოდნა სჭირდება. ასეთ შემთხვევაში სრულყოფილების გარდა სხვა მისაღები შედეგი არ არსებობს. ეს წინადადება შეიძლება სწორი იყოს ორი ქვეყნის შედარების მაგალითზე, აქ კი ერთი კულტურის შედარება საჭიროა თითქმის ორმოც სხვადასხვა ქვეყნის კულტურასთან. ამიტომ უნდა დავაკონკრეტოთ საძიებო კითხვა და კვლევის საგანი. ანბანი. ქართული ანბანი, როგორც მემკვიდრეობის ნაწილი, ჰგავს თუ არა ევროპულ დამწერლობებს? როცა ფიქრობ კულტურულ მემკვიდრეობაზე - პირველი რაც გახსენდება - არ არის ანბანი. თუ დაფიქრდები მიხვდები, რომ ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური, რაც ქვეყანას შეიძლება ჰქონდეს, არის ენა. ეს განსაკუთრებით სწორი არის საქართველოსთვის. დაახლოებით 200 ქვეყანაა დედამიწაზე, ენები უფრო მეტი, მაგრამ მხოლოდ 14 ანბანი არსებობს და ქართული აქედან - ერთ-ერთია. ისაუბრო ჩვენს კულტურაზე და არ ახსენო ანბანი - ალბათ დანაშაულია. სანამ დავიწყებთ შედარებას, აუცილებლად უნდა ვახსენოთ, რასთან ვადარებთ ჩვენ ანბანს. ევროპაში მიღებულია სამი დამწერლობა: ლათინური, ბერძნული და კირილიური. ლათინური ანბანი შედგება 26 ძირითადი ასოსგან. ზოგიერთი ქვეყნის ანბანში შეიძლება მეტი ასოც გამოიყენებოდეს. თითოეულ ასოს და ზოგიერთ ასოთა კომბინაციას აქვს შესაბამისი ბგერა. კირილიური დამწერლობა მიღებულია აღმოსავლეთ ევროპაში და ბალკანეთის ნახევარკუნძულზე მდებარე ქვეყნებში. აქ გვხვდება ისეთი ასოები, რომლებსაც ბგერა არ შეესაბამება, რადგან ის „უხმოა“. ამ ასოების მიზანია დაარბილოს ან უფრო მკაფიო გახადოს სიტყვების ნაწილი. მესამე დამწერლობა არის ბერძნული - ამ სამიდან უძველესი და დანარჩენის საწყისი. ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, რა შეიძლება ვთქვათ ქართულ ანბანზე? რას და როგორ შევადაროთ? ვიზუალურად ჩვენი ასოების მოყვანილობა ძალიან განსხვავებულია. უცხოელი რომ დასვა ვერც ერთ ასოს ვერ იცნობს. საერთო ელემენტები ჩვენს ანბანს სხვა დამწერლობებთან - არ გააჩნია. მაშინ შეიძლება რაიმე კავშირი არის ბგერების მხრივ? ამ მხრივ არის ძალიან მცირე მსგავსება. ბერძნული ანბანი მრავალი საუკუნეა არსებობს. მისი არსებობის განმავლობაში მუდმივად იცვლებოდა ზოგიერთი ასოს წარმოთქმა. დღეს პირველ სამ ასოს - ალფას, ბეტას და გამას ამბობენ როგორც „ა,ვ,გ“, მაგრამ ადრე ისინი იყო „ა,ბ,გ“ ჩვენი ანბანის პირველი სამი ასოს შესაბამისი. ამ დამთხვევის და სხვა პატარა დეტალების გამო ლინგვისტებმა დაასკვნეს, რომ ჩვენ ანბანებს შორის არის კავშირი. ეს გამოვსახე მე ჩემს ნახატზე - აბსტრაქტული სახით. იდეა მომივიდა ილია ზდანევიჩის და მისი ძმის ნამუშევრების ნახვის შემდეგ. ამას დაემატა კანდინსკის ნახატებიც, სადაც ის გადმოსცემდა ბგერებს და მელოდიებს. ნახატის ფონი არის შედგნილი სტილიზებული ასოებით, როგორც ქართული, ასევე ლათინური, ბერძნული და კირილიური. ისინი ერთმანეთში გადახლართულნი არიან და ფონს ქმნიან. წინა პლანზე გამოსახულია სხვადასხვა ობიექტები, რომლებიც გართობას გამოხატავენ, ხოლო უკანა პლანზე თითქმის ყოველთვის დავიწყებული, მაგრამ ასეთი მნიშვნელოვანი ანბანი. მის გარეშე ნახატის წინა პლანს იგივე ეფექტი არ ექნებოდა. შესაბამისად ანბანის გარეშე ბევრი გზა სიამოვნების, გართობის - ხელმიუწვდომელია. თავის მისიას ვეღარ ასრულებს. ერთმანეთში გადახლართულ ასოებსაც აქვს თავისი ახსნა. ამით კულტურული გაცვლის არც ისე დაფარული მეტაფორა მინდოდა წარმომედგინა. დღევანდელი სამყაროსთვის გლობალიზაცია ერთ-ერთი მთავარი თემაა. ნაწარმოებების, ხელოვნების ნიმუშების, იდეების გავრცელება, კულტურული მემკვიდრეობის უკეთესად წარმოჩენა ადვილია ჩვენს დროში და ამისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს დამწერლობას და შესაბამისად ანბანს. ნახატის მიზანი არის კავშირის, იდეებისა და აზრების გაცვლის გამოსახვა დღევანდელ სამყაროში და ანბანის მნიშვნელობა - გართობის პროცესში. გადახლართულ ასოებს შორის მაინც შესაძლებელია ამოიცნო თითოეულის ვინაობა. ინდივიდუალიზმი და უნიკალურობა. ჩემი აზრით, ქართული ანბანი, თავისი განსხვავებების გამო, შეიძლება მივაკუთვნოთ ევროპის მემკვიდრეობის ძეგლებს. ამ კონტინენტზე უამრავი ქვეყანაა, ყველა განსხვავებული, მაგრამ ისინი ერთად თანაარსებობენ და წინ მიდიან პროგრესისკენ. მათი წვლილი კულტურულ მემკვიდრეობაში შესაბამისად სხვადასხვანაირია. ყოველთვის ჩანს თითოეული ქვეყნის ინდივიდუალიზმი. საქართველო მიისწრაფის ევროპისკენ. ითავისებს მის ღირებულობებს და იდეალებს. ევროპასთან ბევრი საერთო გვაქვს, მათ შორის, ისტორია, ანბანი და ა.შ. ამიტომ ვხედავ ჩვენს ანბანს ევროპის მემკვიდრეობის ნაწილად. იგი გახლავთ მსგავსი და ამავე დროს აბსოლიტურად უნიკალური.