დმანისი და ევროპა
Overview
დმანისი და ევროპა
როცა დაგვევალა პროექტის შექმნა საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობებზე ევროპასთან კავშირში დაუფიქრებლად ავირჩიე-დმანისის ნაქალაქარი.მართალია,რომ საქართველოს ისტორია ევროპის მოვლენებთან ერთად ვითარდებოდა და იცვლებოდა.20-ე საუკუნის დასასრულს დადგა ეპოქა,რომელმაც შეცვალა მსოფლიო ისტორია ადამიანთა განსახლების შესახებ.ვფიქრობ,ეს არამარტო ევროპისათვის არამედ მსოფლიოსთვისაც უმნიშვნელოვანესი აღმოჩენაა.სწორედ ამითაა განპირობებული მსოფლიო საერთშორისო ორგანიზაციების დაინტერესება ამ ძეგლის მიმართ.კულტურას,ისტორიას და რაც აქაა მოქცეული და შენახული მას აუცილებლად დაცვა სღირდება სახელმწიფოების და მსოფლიოს დონეზე.ამიტომაცაა ის შეტანიი იუნესკოს მსოფლიომემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის საცდელ სიაში.იმედია ეს პროექტი გაამართლებს და ისტორია შესაბამისად იქნება დაცული.ახლა კი უშუალოდ განვიხილოთ ამ ძეგლის კავშირი ევროპასთან.
დმანისი-ქალაქი საქართელოში,დმანისი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი.მდებარეობს დმანისის ვულკანურ პლატოზე,მდინარე მაშავერის ორივე ნაპირზე,კაზრეთის რკინიგზის სადგურიდან 30 კმ მანძილზე.
დმანისი ტერიტორიაზე მე-6-მე-7 საუკუნეებში მცირე დასახლება იყო.როგორც ქალაქი,წყაროებში მე-9 საუკნეში იხსენიება,ამ დროს მას არაბები ფლობდნენ.11-ე საუკუნის 80-იანი წლებიდან სელჩუკთა ხელში,1123 წელს დავით აღმაშენელმა გაათავისუფლა.ის განსაკუთრებით დაწინაურდა 12-ე-13-ე საუკუნეებში.16-ე საუკუნიდან კი ქალაქი დაცემის გზაზეა და მალე სრულიად გაპარტახდა.სოფელის სახელი ,,ბაშკიჩეთი“ დაფიქსირებულია 1898 წლის რუსეთის ერთვერსიან რუკაზე.ოფიიალურ ქალაქად გამოცხადდა 1981 წელს.მოსახლეობა-2661 ადამიანი.
თანამედროვე დმანისის ახლოს არის ამავე სახელწოდების ქალაქი -სიმაგრის ნანგრევები,სახლების,ქუჩების,ღვინის სარდაფების და სხვა ობიქტებს ნაშთები.
დმანისი არქეოლოგიური შესწავლა 1936 წლიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება.აქ აღმოჩენილის ევროპაში ყველაზე ძველი ადამიანის ნაკვალევი-თავის ქალა,რომლის ასაკი 1,6 მილიონი წლით განისაზღვრება.
გათხრები დმანისის ნანგრევებში დაიწყო 1936 წელს და 1960-იან წლებამდე გრძელდებოდა.შუა საუკუნეების სარდაფების ქვეშ არქეოლოგებმა იპოვეს ცხოველთა ძვლები,რომელთა შორის ქართველმა პალეონტოლოგმა პროფ.ა.ვეკუამ ამოიცნო აწ გადაშენებული რინოსი,,Dicerorhinus etruscus etruscus” 1983 წელს.ეს სახეობა დამახასიათბელი იყო Villafranchian ფაუნისათვის,რაც ადრეული პლეისტოცენური ეპოქის დამადასტურებელია.1984 წელს პირველი ქვის იარაღები იპოვეს.მას შემდეგ ქართელი მეცნიერები დმანისის პლეისტოცენური დეპოზიტების გათხრებს აწარმოებდნენ დმანისში და 1991 წელს მათ შეუერთდნენ გერმანელი არქეოლოგები რომიშგერმანიშეს ცენტრალმუზეუმიდან.დმანისის სამუშაოები შემდეგ უფრო გაფართოვდა და საერთაშორისო კვლევის ხასიათ მიიღო საქართველოს მეცნიერებათ აკადემიის ხელმძღვანელობით,გერმანიის,აშშ-ის,საფრანგეთისა და ესპანეთის კოლეგების მონაწილეობით.
1999 და 2001 წელს დმანისის რეგიონში გათხრების შედეგად ნაპოვნი იქნა ჰომინიდთა თავის ქალები და ყბის ძვლები,რომელსაც მოგვიანებით ჰომო-გეორგიკუს შარქვეს.დღესდღეობით უკვე 5 თავის ქალაა აღმოჩენილი.
2007 წლის 24 ოქტომბრიდან დმანისის არქეოლოგიური ძეგლები შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.
ზეზვა და მზია
დმანისის არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ადამიანების სხეული ნაწილებისაგან გამოსახულება აღდგინეს და მიიღეს მამაკაცისა და ქალის სურათი.მათ სახელებიც კი შეურჩიეს:ზეზვა და მზია.
მეცნიერები მიიჩნევენ,რომ ისინი 1,8-1,7 მილიონი წლის წინ ცხოვრობდნენ.აქედან გამომდინარე,მსოფლიოში აფრიკის შემდეგ უძველესი ადამიანის ძვლები დმანისშია ნაპოვნი და სწორედ ამიტომ მეცნიერები მათ ,,დმანისის პირველ ევროპელებს“ უწოდებდნენ.დმანისში აღმოჩენილი პირველი ევროპელების ნახვა შესაძლებელია დმანისის მუზეუმში.
დმანისის მუზეუმი
დმანისის მუზეუმნაკრძალი თბილისიდან 85 კილომეტრის მოშრებით მდებარეობს.ეს არის უნიკალური ადგილი საოცარი აღმოჩენებით,რომელიც ცვლის კაცობრიობის ისტორიას და ჩვენს შეხედულებას ადამიანნის ევოლუციის შესახებ.დმანისში აღმოჩენილი ჰომინიდებისა და ცხოველთა განამარხებული ნშთები ქვია იარაღები დაახლოებით 1,8 მილიონიწლით თარიღდება.მსოფლიოს არც ერთ ძეგლზე ჰომინიდების ამდენი ნაშთი ერთ შრეში არ აღმოჩენილა.
დმანისის ძეგლის კვლევის შედეგებმა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების დიდი გამომაურება გამოიწვია და სრულიად შეცვალა მანამდე დამკვიდრებული მოსაზრება ჰომინიდების აფრიკიდან ევრაზიაში განსახლების შესახებ.
მუზეუმი-არქეოლოგირი გათხრების უბანზეა გამართული.სადაც ერთდროულად სამივე ეპოქა:ქვია,ბრინჯაოსხანისა და შუა საუკუნეების კულტურული ფენებითვალსაჩინოდაა წარმოდგენილი და ერთიმეორესთნ მონაცვლეობს.მუზეუმში დამთვალიერებელს საშუალება ეძლევა იხილოს დმანისში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ნივთები.
27 ივნისს საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ დმანისის მუზეუმში საზოგადოებას წარუდგინა დმანისშ აღმოჩენილი 1,8 მილიონი წლით დათარიღბული მოზარდის რეკონსტრუქტირებული ფიგურა.2001 წელს დმანისში აღმოჩენილი გოგონას ჩონჩხის ნაშთბმა ფრანგ მოქანდაკეს ელისაბე დენისს საშუალება მისცა შეექმნა მოზარდის სრული მულაჟი,როგორც მოგეხსენებათ დმანისის პალეანთროპოგიური კოლექცია ყველაზე მდიდარია და სრულყოფილია მსოფლიოში.
მუზეუმი უნიკალური იმითაცაა,რომ დამთვალიერებელს შეუძლია თავად გახდეს არქეოლოგიური გათხრების შემსწრე ან გახდეს ნაწილი ახალი აღმოჩენებისა.
ამ და სხვა უამრავი ფაქტის წყალობით თამამად შეგვიძლია ვთქვად,რომ საქართველო მის ტერიტორიაზე დასახლებული პირველყოფილი და თანამედროვე ადამიანებით არის ევროპის განუყოფელი ნაწილი. ,,მე ვარ ქართველი,მაშასადამე ევროპელი“
დღესდღეობით კი წარსულში დაწყებული ურთიერთობა ევროკავშირსა და სხვა ევროპულ გაერთიანებებთან საქართველოს ძირითადი დასაყრდენია ევროპულ ოჯახში შესასვლელად.
მე ვარ ევროპელი, იმ დიდი ოჯახის წევრი,რომელსაც არ ეშინია ინოვაციების,რომელიც გარს მორტყმული მრავალფეროვნების მიუხედავად შეინარჩუნებს ინდივიდუალიზმს და ამასთანავე გახდება დიდი ოჯახის ნაწილი.