საქართველოს გარშემო
Overview
საქართველო ეს არის ყოველი ქართველი ადამიანის სიამაყე,ყოველივე ქართველს შეუძლია ილაპარაკოს თავისი ქვეყნის უამრავ ღირსშესანიშნაობებზე დაღირებულებებზე.ადამიანს ჰყავს ერთი დედა ასევეა სამშობლოც,ამიტომ ყოველ ადამიანს განსაკუთრებით უყვარს თავისი სამშობლო.ჩვენი ქვეყანა არცისე დიდი ფართობით სარგებლობს,მაგრამ ამ პატარა სივრცეში იმდენი ღირსშესანიშნაობის ნახვა შეიძლება მსოფლიოში ვერც ერთი ადამიანი ვერ წარმოიდგენს.მსოფლიოში
7000-ზე მეტი ენაა ხოლო დამწერლობა 14 ამ დამწერლობებს შორის ერთ-ერთი ქართული სიძველის მიხედვით მესამე ადგილზე.საქართველოს ტერიტორია მუდმივად დასახლებული იყო ადრეული ქვის ხანიდან მოყოლებული.არსებობს ადამიანის ნაშთები რომლებიც 1.8 მილიონი წლისაა,აღმოაჩინეს 1991 წელს საქართველოში კონკრეტულად დმანისში ეს ევროპაში აღმოჩენილი უძველესი ნაშთებია ქართველებმა სათავე დაუდეს თეთრ კანიან რასას.საქართველოს პირველი მეფე იყო ფარნავაზი ხვ.წ IV საუკუნეში იგი იყო ქვეყნის პირველი გამაერთიანებელი და ასევე ქართული ანბანის ფუძემდებელი.ძვ.წ IV-III საუკუნეში გავრცელებული იყო კერპ თაყვანისმცემლობა მანამ სანამ საქართველოში არ შემოვიდოდა წმინდა ნინო,მან მოახერხა უამრავი ქართველი ადამიანის გაქრისტიანება.
საქართველოსთვის ოქროს ხანად ითვლება თამარ მეფის პერიოდი და ასევე საქართვემოში ის იყო პირველი ქალი მეფე.საქართველოს მრავალი დამპყრობელი ჰყავდა:თურქ-სელჩუკები,მონღოლები,თემურ ლენგი,რუსეთის ფედერაცია და ასე შემდეგ.საქართველოს ბოლო მეფე იყო გიორგი XII, ხოლო ამის შემდეგ ქვეყნის პირველი პრეზიდენტი იყო ზვიად გამსახურდია.ეს ქვეყანა სხვადასხვა დროში და საუკუნეში სხვადასხვანაირი იყო.ადრინდელ დროში საქართველოს მრავალი ქვეყანა სცნობდა ახლა კი რომ კითხო ზოგიერთი ქვეყნის მოქალაქეს შეიძლება არც იცოდეს ამ ქვეყნის შესახებ.ქართველი ერი საქართველოსთან ერთად მყარად დგას დიდი დარტყმების მიუხედავად.ასევე მრავალი ტანჯვა მიუღია ამ ერს როგორებიცაა:9 აპრილი,8 აგვისტი ,აფხაზეთის ომი,სომხეთ საქართველოს ომი და ასევე სხვა მრავალი და მნიშვნელოვანი თარიღები.საქართველო არის ქრისტიანული ქვეყანა,ქრისტიანობა გაბატონდა IV საუკუნეში.ქვეყანაში არის უამრავი ტაძრებო:ბოლნისის სიონი,დავით გარეჯი,მცხეთის ჯვარი, და ასევე სხვა მრავალი ტაძრები და მონასტრები.საქართველო მდებარეობს ევროპისა და აზიის გასაყარზე რომელიც ერთგვარ დამაკავშირებელ ხიდს წარმოადგენს აღმოსავლეთისთვის და დასავლეთისთვის ყოველივე ეს ქვეყანას განსაკუთრებულს ხდის.საქართველოს გააჩნია უმშვენიერესი ბუნება რომელიც მართლაც რომ ზღაპრულია,ასევე ამ ქვეყანაში უამრავი ღირსშესანიშნაობებია როგორებიცაა:ბაგრატის ციხე,კაცხის სვეტი,რაბათი,გონიოს ციხე,ვარძია,სვანეთი,ქვაცანცალა,სვეტიცხოველი,ნიკორწმინდა,
ბარაკონი,სათაფლია სადაც აღმოჩენილია სხვადასხვა ეპოქის როგორც მთაცებელი ასევე ბალახისმჭამელი დინოზავრების ნაკვალევი.საქართველო ცნობილია ზამთრისა და ზაფხულის კურორტებით:გუდაური,ბათუმი,
გრიგოლეთი,მწვანე კონცხი,ბახმარო,ურეკი,ბაკურიანი,ბახმარო,ბორჯომი,საირმე და წყალტუბო.ასევე მღვიმეები მდინარეები და ტბები.ქართული არქიტექტურა უდიდესი მრავალფეროვნებით სარგებლობს ,საქართველოს ყოველ კუთხეს თავისი დამახასიათებელი სტილი გააჩნია,ქალაქში შემორჩენილია სხვადასხვა პერიოდის არქიტექტურის მნიშვნელოვანი ნიმუშები,ისტორიული ქუჩის ქალაქები,სილუეტი და ლანდშაფტი.ასევე აღსანიშნავია ისტორიული ძეგლები საზღვარგარეთ: ათონის ივერიათა მონასტერი,ალბი-ურდი,ანჩის მონასტერი,აქორის ეკლესია,ახიზის ციხე,ბართა,დარვაზის ტაძარი,ზეგანის ეკლესია,კალაჯუხის ციხე,კირანცის მონასტერი და ასევე სხვა მრავალი ხუროთმოძღვრული ძეგლები.საქართველო არის ღვინისა და ვაზის ქვეყანა რასაც ადასტურებს ეთნოგრაფიული მასალები.ქვეყანაში 730-ზე მეტი მინერალური წყლები მოიპოვება:ბირჯომი,ნაბეღლავი,
ლიკანი,ბახმარო,ბაკურიანი,ზვარე,საირმე,წყალტუბო,ძუგური და ასევე სხვა მრავალი სამკურნალო და მინერალური წყლები.სამზარეულო მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესია აქ წარმოდგენილია:ხაჭაპური,
ხინკალი,მწვადი,ჩურჩხელა,
ლობიო, ასევე აქ გვხვდება უამრავი სხვა კერძი.ყოველივე ამას ქართველი ქალი შესანიშნავად აკეთებს და იცის ოდითგანვე როგირ მზადდებოდა ეს კერძები.ასევე არსებობს ქართული ტრადიციული ცეკვები რომლებიც ნამდვილად აღსანიშნავი და საამაყოა:ქართული,მთიულური,
ბაღდადური,განდაგანა,დავლური,
სამაია,ხორუმე ხევსურული და ყაზბეგური.საქართველოს ყოველ კუთხეს თავისი ტრადიციული ცეკვა გააჩნია.ყოველივე ამით შესაძლებელია საქართველომ მრავალი ტურისტი დააინტერესოს.საქართველო არა მარტო ტერიტორიული ღირსებით შემოიფარგლება არამედ უამრავი ადამიანის დამსახურებაა საქართველო ასეთი კარგი და მრავალფეროვანია რომარის.მათ რომარ ებრძოლად და შეექმნათ ყოველივე ეს ქვეყანა ასეთი კარგი არიქნებოდა.საქართველო გაერთიანებული მონარქი გახდა 1008 წელს.ამ პერიოდის შემდეგ საქართველომ უამრავი დაცემის და აღორძინების პერიოდი განვლო,რუსეთმა საქართველო ნაწილებად დაიპყრო 1801-1866 წლებში შემდეგ მან აღიდგინა ტერიტორიები რუსეთის რევოლუციის შემდეგ 1922 წელს ის საბჭოთა კავშირის ნაწილად იქცა,ამის შემდეგ საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა 1991 წელს.საქართველოში ომი იყო 2008 წელს რუსეთსა და ჩვენს ქვეყანას შორის სწორედ ამდრის აიღო რუსეთმა ცხინვალი და ამ ომს უამრავი ქართველი მებრძოლო შეეწირა.საქართველო განვითარებულია სპორტული სახეობებით და ცნობილია სპორტული კულტურით უძველესია იბერია რომაელთათვისაც კი ცნობილია იყო თავისი ფიზიკური აღზრდის მეთოდებით.საქართველო ასევე აქტიურადაა ჩართული მსოფლიო ჩემპიონატებში აქ ყველაზე მეტად განვითარებულია:ფეღბურთი,
კალათბურთი,რაგბი,ჭადრაკი,
ძიუდო,ძალოსნობა და ასე შემდეგ.რაგბი-საქართველოში ერთ-ერთი პოპულარული გუნდური სპორტია,ასევე ქვეყნის ფართობის მიუხედავად მრავალი კალათბურთელი ჰყავს.ფეღბურთი საქართველოში XX საუკუნეში შემოიტანეს კონკრეტულად ფოთში.ასეთი განვითარებისდაგამოა რომ საქართველო სხვა ევროპული ქვეყნების მსგავსად ყველაფერში აქტიურადაა ჩართული.საქართველოს ერთ-ერთი სიამაყეა ვეფხისტყაოსანი რომელიც დაწერა შოთა რუსთაველმა ეს წიგნი მრავალ ენაზეა ნათარგმნი და ასევე მრავალ ქვეყანას ხიბლავს იგი პირველად დაიბეჭდა 1712 წელს მანამდე მხოლოდ ხელნაწერი იყო შემორჩენილი.ქვეყანას ასევე აქვს ტრადიციული სამოსი რომელიც სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვანაირია,ამიტომ სამოსი დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა რომელიც ქალისთვის გრძელ კაბას ხოლო მამაკაცისთვის ჩოხა ახალუხს წარმოადგენს.სხვადასხვა კლიმატიდან გამომდინარე სამოსი სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვაგვარია.მიუხედავად ასეთი მრავალფეროვნებისა მაინც შეიმჩნევა საერთო ფორმები,რაშიც აიხსნება ქართული ხასიათი.სამოსის შექმნა მისი წარმოშობა უკავშურდება არა მარტო ადამიანის სოციალურ ყოფას არამედ გეოგრაფიული გარემოს,კლიმატურ პირობებს,თუ სად ცხოვრობს იგი.ევროპელობა ღირებულების და აზროვნების ერთობლიობაა,ევროპელობა არის ლიბერალური საზოგადოება,სადაც არ ეშინიათ განსხვავებული შეხედულებების,რელიგიის,კანის ფერის,მრწამსის და ასე შემდეგ. ევროპა არის თავისუფალი ლაღი და იდეალებით გაჟღენთილიევროპა როგორც საქართველო ასევე არის უდიდესი კლულტურისა და ისტორის მატარებელი,ქართვრლი მეფეების აქტიური ბრძოლით ყველაფერი ჩვენს დასავლურ სწრაფვაზე მეტყველებს.ჩვენს ქვეყანას აქვს უდიდესი გზა გასავლელი სრულფასოვან ევროპელობამდე ქართველ ადამიანებში რაც მთავარია ყოველთვის იყო ამის სურვილიდა მისწრაფება,პატარა ნაბიჯებიტ საქართველო უახლოვდება ევროპას.მაგრამ მრავალი ფაქტორი განაპირობებს ჩვენს ასეთ ტემპში განვითარებას,ზოგიერთ ადამიანს ეშინია განსხვავებულობის,სიახლეების,ადამიანებმა ჯერ ეს ყველაფერი უნდა დაძლიონ და შემდეგ წარმატებაც და წინსვლაც უფრო მეტი იკნება.ეს ყოველივე ქართველ ერს დიდ პასუხისმგებლობას ანიჭებს.ისტორიული წარსულიდან გამომდინარე ქართველები თავისი არსებობის განმავლობაში მუდმივად ცდილობდნენ ევროპული კედლის გარღვევას და მთავარ ხიდს ქრისტიანობა წარმოადგენდა.ქართველები მუდამ ვიბრძოდით რათა ვყოფილიყავით ის რაც ვართ,მუდამ ბრძოლაში ჩართულებს მოდუნების უფლება არ გვქონია რათა არ დაგვეკარგა ის რაც დღეს გაგვაჩნია.სიტყვა თავისუფლება ეს ჩვენი მთელი სამყაროს უფლება რომლის დარღვევას ევროპა არ დაუშვებს.ჩემი აზრით კი ჩვენ ჩვრნი ეროვნული ღირსება უნდა დავაფასოთ,ჩვრნ უნდა ვიამაყოთ წარსულით და წინაპრებით უნდა შევქმნათ ახალი.ევროპა ჩვენთან ძალიან ახლოსა მთავარია ჩვენ არ დავშორდეთ მას და ყოველთვის ვეცადოთ წავიდეთ წინ.საქართველო ბევრჯერ დაეცა ბევრჯერ აღსდგა ის ჩემი სიამაყეა მე მისი შვილი ვარ და მეამაყება ყოველივე ეს.