ანბანით მოთხრობილი საქართველო Georgia made by characters

Year
2019
Storyteller
Contact name
Andria Gurgenidze
Participants
Share:
Overview
მსოფლიოში მრავალი კულტურული საგანძურია. მათ შორის არსებობს დავიწყებული და მკვდარი კულტურები, ასევე მაღალი სტადარტების მქონე დიადი კულტურები და კიდევ ძველი და მრავალი ადამიანისთვის უცნობი კულტურებიც, რომლებიც, საკვირველია, როგორ გადარჩა. ქართული კულტურა სწორედ ასეთია. საქართველო არაერთხელ მდგარა განადგურების საფრთხის წინაშე, სწორედ ასეთ დროს იყო ქართული ლიტერატურა ის, რაც განამტკიცებდა ხალხის შეგნებას. ჩვენი ქვეყნის ისტორიაში იყო მომენტები, როდესაც მხოლოდ ლიტერატურა შთააგონებდა ქართველებს, რათა იდენტობის, რწმენისა და მიწა-წყლისათვის ებრძოლათ. ამერიკული საიტის ,, TheTopTens“ -ის ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს მსოფლიოს სამ უძველეს ცივილიზაციათა შორის მიუჩინეს ადგილი (საბერძნეთისა და ეგვიპტის შემდეგ). ქართველები საშუალო სკოლაში სწავლობენ მეხუთე საუკუნეში შექმნილ ლიტერატურულ ნაწარმოებს, ე. ი. ჩვენ თავისუფლად გვესმის ის ენა, რომელზეც საუკუნეების წინ ლაპარაკობდნენ და წერდნენ. გარდა ამისა, მსოფლიო ისტორიის ოც საუკეთესო მწერალს შორის შესულია შოთა რუსთაველი. ეს ყოველივე ქართული კულტურის უნიკალურობას ამტკიცებს. ქართული ლიტერატურისა და ქართული ენის უნიკალურობა ევროპამაც დააფასა. ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ფრანკფურტის წიგნის მესაზე საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით იყო წარდგენილი. ,,სადაც საქართველოა საპატიო სტუმრის რანგში,სწორედ იქ არის ევროკავშირის ადგილი“, ამ სიტყვებით გახსნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საქმეში ფედერიკა მოგერინიმ ფრანკფურტის წიგნის მესა. მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ წიგნის მესაზე საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული. ჩვენ დაგვითმეს ცალკე პავილიონი, რომელიც ისე უნდა მოგვეწყო, რომ ევროპული აუდიტორიისთვის, რაც შეიძლება, ორიგინალურად გვეჩვენებინა ქართული კულტურის მთავარი ნიშნები. უპირველეს ყოვლისა, გამოვიყენეთ ქართული ანბანი, ასო-ნიშნები, რომლებიც არა მარტო მესისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე, არამედ მთელ ქალაქში, ქუჩებში,მაღაზიებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში იყო გამოფენილი, თუმცა ანბანის ყველაზე მონუმენტური კონსტრუქცია პავილიონში იყო აგებული. თითოეული ასო დამთვალიერებელს საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან დეტალს ან წარმომადგენელს აცნობდა. სტუმრები ჩვენი ქვეყნის გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეებს ეცნობოდნენ და სწორედ ამიტომ ეწოდა ევროპული საზოგადოებისთვის მომზადებულ პროექტს ,,ანბანით მოთხრობილი საქართველო“. თუ დავუკვირდებით ამ ფრაზას ინგლისურ ენაზე ( Georgia made by Characters ), მისი ორი მნიშვნელობა გამოიკვეთება და პირდაპირ ასე ითარგმნება: საქართველო, ასოებით შექმნილი; ან: პიროვნებების მიერ შექმნილი ქვეყანა. პირველი წინადადების სათქმელი სწორედ ის არის, რომ ქართული ანბანისა და ენის წყალობით შევინახეთ ქართული კულტურა. მეორე წინადადებას კი სხვა დანიშნულება აქვს. ჩემი აზრით, პიროვნებებში იგულისხმებიან რჩეული ადამიანები, ის მოღვაწეები, რომელთა ამაგმა შემოინახა და შეინარჩუნა ჩვენი კულტურა. ასეთი ადამიანები იყვნენ: ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა, ექვთიმე თაყაიშვილი და ა.შ. მესაზე რამდენიმე ქართული სტენდი იყო, თითქმის 40 ქართული გამომცემლობის მიერ გამოშვებული წიგნები, 300-მდე უცხოური თარგმანი და 600-მდე უცხოური გამომცემლების წიგნები საქართველოზე. ქართული პავილიონი არა მარტო ანბანის კონსტრუქციითა და ლიტერატურული ნაშრომებით გამოირჩეოდა. უამრავი დამთვალიერებელი ჰყავდა ასევე ემოციათა ჰაბს .ეს გახლავთ კვადრატული ფორმის მულტიმედიური სივრცე, რომლის ორნამენტირებულ კედლებზეც ქართველი მწერლების ემოციები იყო გამოსახული. ინსტალაცია გამოსახულებისა და მუსიკის სინთეზს წარმოადგენს. პოლიფონიური ხმოვანება სენსორებზეა დამოკიდებული. რამდენი ადამიანიც შედის ოთახში, სწორედ იმდენხმიანი მუსიკა ირთვეება. ოთახი იძლევა საშუალებას, რომ სხვა კუთხით გაიცნონ მწერლების სამყარო. მსახიობებისა და ფოტომოდელებისაგან განსხვავებით, ემოციები, რომლებსაც მწერლები მსგავს მომენტებში გამოხატავენ, გარკვეულწილად მათ მიერ შექმნილ ტექსტებში აისახება. გარდა ამისა, პავილიონში იყო ფოტოგამოფენაც. გამოფენაზე კი წარმოდგენილი ხელოვნების მრავალი ძეგლის ფოტოები და ასევე ჩვენი ისტორიის ყველაზე მძიმე ეპიზოდების ამსახველი კადრები. აუდიტორიის წინაშე წარდგნენ ქართული ცეკვის ანსამბლი ,,სუხიშვილები’’, პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი და სხვა მრავალი ხელოვანი. ძნელია ისე გაიხსენო ფრანკფურტის წიგნის მესა, რომ არ შეეხო ოკუპაციის საკითხს, რადგან პავილიონში მას არაერთი პერფორმანსი მიეძღვნა. ემოციური იყო ზურა რთველიაშვილის პროტესტი. ის გამოჩნდა ვლადიმერ პუტინის ნიღბით და წაიკითხა საკმაოდ ამაღელვებელი ლექსი ამ საკითხზე. პოეტის გამოსვლის შემდეგ სცენა დაიკავეს მწერლებმა და გამომცემლებმა. მათ ეცვათ მაისურები, საქართველოს რუკის გამოსახულებით და ქვეყნის ტერიტორიის ოკუპირებული 20 %-ით. სცენაზე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ არაერთხელ ისაუბრეს. ქართველმა მწერლებმა სალომე ბენიძემ და დინა ოგანოვამ წარადგინეს ახალი წიგნი, რომელიც 2008 წლის ომს ეხებოდა და მათ, ისევე როგორც სხვა მწერლებს, მიაჩნიათ, რომ მსგავსი ღონისძიებები არა მარტო ქართული კულტურისა და ლიტერატურის გასაცნობად არსებობს, არამედ იმისათვისაც, რომ ფართო მასშტაბის აუდიტორიას ხმამაღლა ესაუბრო მსგავს პრობლემებზე. ფრანკფურტის წიგნის მესა 2018 წლის 9 ოქტომბერს გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ ეს საიუბილეო თარიღიცაა .70 წლის წინ გამოქვეყნდა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია. მესა სპიკერების გამოსვლით დაიწყო. I’m on the same page – „მხარს ვუჭერ“ ეს იყო ბაზრობის მთავარი სლოგანი, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვასა და სოლიდარობას გამოხატავდა. ფრანკფურტის მერმა ერდოღანს პოლიტპატიმრების განთავისუფლებისკენაც მიუწოდა, ისაუბრეს ჟურნალისტების უფლებებსა და თავისუფლების მანიფესტზე, რომელიც არა მარტო სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებას, არამედ კითხვის თავისუფლებასაც ეხებოდა. ფრანკფურტის წიგნის მესაზე საქართველოს საპატიო სტუმრობამ საქართველოსა და ქართველ მწერლებს კიდევ მრავალი სიურპრიზი მოუწყო. ქართველი მწერალი ბონდო მაცაბერიძე წარადგინეს ასტრიდ ლინდგრენის დაჯილდოების ცერემონიაზე. ნომინაციის გამარჯვებულს აცხადებს შვედეთის კულტურის ეროვნული საბჭოს მიერ შექმნილი ჟიური. ამ ერთი კვირის განმავლობაში კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი რამ მოხდა. გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარე გვანცა ჯობავა მსოფლიო ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს.იგი გახდა ამ კომიტეტის პირველი ქართველი წევრი ისტორიაში ყურადღებას იმსახურებს ის ფაქტიც, რომ ლიტერატურული პრემია „საბა“ დაჯილდოების ცერემონია პირველად გაიმართა საზღვარგარეთ .2018 წლის 12 ოქტომბერს ფრანკფურტის მერიის ისტორიულ დარბაზ კაიზერზაალში. ცერემონიის ყველაზე პრესტიჟული ნომინაციაში ,,წლის საუკეთესო რომანი“ ლაშა ბუღაძის წიგნმა ,,პატარა ქვეყანამ“ გაიმარჯვა. ფრანკფურტი განსაკუთრებულად დაემშვიდობა საქართველოს. წიგნის მესის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა დიდ სცენაზე ,,სულიკო“ შეასრულეს. საბოლოოდ მინდა ვთქვა, რომ ჩვენს ქვეყანაში ევროპის იდენტობა და ევროპული ღირებულებები მოიტანეს და შექმნეს წიგნებმა, ამიტომ შემთხვევითი არ არის, რომ ევროპაში ჩვენი დაბრუნება და ინტეგრირება კვლავ წიგნით იწყება. ,,ჩვენ ვლაპარაკობთ დიპლომატიას ენით, რომელიც არ არის ისეთი მშვენიერი, როგორც ქართული“. ფედერიკა მოგერინი There are many cultural treasures in the world. Among them are forgotten and dead crops, as well as great crocodiles with high stadiums and even old and many other unknown cultures that are surprisingly saved.This is the Georgian culture. Georgia has repeatedly faced the threat of destruction, and in this period there was Georgian literature that would strengthen people's consciousness. In the history of our country there were moments when only literature inspired Georgians Identity, faith and land-water fight. According to the American site "TheTopTens", Georgia has been among the three ancient civilizations of the world (after Greece and Egypt). Georgians study the literary work of the fifth century, Found. We are free to hear the language, which was spoken and written centuries ago. In addition, twenty best writers of world history are included in Shota Rustaveli. All of these prove the uniqueness of Georgian culture. The uniqueness of Georgian literature and Georgian language was also appreciated by Europe. This is indicated by the fact that Georgia was presented as an honorary guest at the head of the Frankfurt Book. "Wherever Georgia is a guest of honour that is right place for the European Union to be " With these words, the EU High Representative for Foreign Policy and Security Federica Mogherini has thrown in the book of Frankfurt. Georgia was invited to honor one of the world's most extensive books, as an honorary guest. We have given us a separate pavilion, which should be done so that we can show the main signs of Georgian culture to the European audience as much as possible. First of all, we used the Georgian alphabet, the letters that were not only in Mesi's territory, but in the whole city, streets, shops and public transport, although the most monumental construction of the alphabet was built in the pavilion. Each letter has a detailed description of the history of Georgia or the representative of the visitor. The guests were acquainted with the prominent public figures of our country and this is why the project prepared for the European community was " If we look at this phrase in English (Georgia made by Characters), two of its meaning will be revealed and directly translated: Georgia is made up of letters; Or: the country created by individuals. The first sentence is to say that Georgian culture has saved Georgian alphabet and language. The second sentence has a different purpose. In my opinion, personalities mean the favorite people, those people who have saved and maintained our culture. Such people were Ilia Chavchavadze, Akaki Tsereteli, Vazha Pshavela, Ekvtime Takaishvili and so on. There were several Georgian stands on Meskhetians, nearly 40 Georgian publishers, about 300 foreign translations and 600 publishers' books on Georgia. The Georgian pavilion was not only alphanumeric and literary works. There was a lot of visitors to the hobb of emotions .It is a multimedia field of square shaped, whose ornamented walls are emotions of Georgian writers. The installation is a synthesis of images and music. Polyphonic sound depends on sensors. How many people are in the room, that's how much music you have. The room allows you to get to the world of writers from other angles. Unlike actors and photo makers, the emotions that the writers express in similar moments are likely to be reflected in the texts created by them. In addition, there was a photo exhibition in the pavilion. The photos of many of the art exhibits presented at the exhibition, as well as the footage depicting the hardest episodes of our history. Georgian dance ensemble "Sukhishvili", pianist Khatia Buniatishvili and many other artists were present before the audience. It is difficult to recall the memory of the Frankfurt book that did not touch the issue of occupation, as it was dedicated to many of the pavilions in the pavilion. Zura Vrtveliashvili's protest was emotional. He appeared in Vladimir Putin's mask and read a very exciting poem on this subject. After the poet's speech, writers and publishers took the scene. They were wearing t-shirts, the map of Georgia and occupied 20% of the country's territory. The talk about Russia-Georgia relations on the stage has been discussed several times. Georgian writers Salome Benidze and Dina Oganova presented a new book about the 2008 war, and they, as well as other writers, believe that such events are not only familiar with Georgian culture and literature, but also to address a wide range of audience loudly. The Frankfurt book was opened on October 9, 2018. It is worth mentioning that this is a jubilee date. The Universal Declaration of Human Rights was published 70 years ago. MES started with speakers. I'm on the same page - "I support it " was the main slogan of the market, expressing human rights and solidarity. Frankfurt's Mayor has been released to liberate political prisoners, talked about journalists' rights and manifestation of freedom, not only of freedom of expression but also freedom of reading. Honorary visit to Georgia at the Frankfurt Bookstore has made many surprise for Georgian and Georgian writers. Georgian writer Bondo Matsaberidze was presented at Astrid Lindgren Awards ceremony. Nomination winner announces the jury created by the Swedish Cultural Council. One more remarkable thing happened during this week. Chairman of the Association of Publishers and Booksellers Gvantsa Jobava was elected to the World Association Executive Committee . It became the first Georgian member of this committee in history The fact is that the literary prize ,,Saba” awarding ceremony was first held abroad . On October 12, 2018, at the historic hall of the Frankfurt City Hall in Kaiserzal. The Winner of the most prestigious nomination of the Year ,,the Novel of the year” became Lasha Bugadze’s ,,The little country’’ On the last day the representatives of the book messiah administration made a surprise. They performed "Suliko" on the big stage. Finally, I want to say that European identity and European values in our country have been created and created by books, so it is not accidental that our return and integration in Europe begins with the book. "We talk about diplomacy in language that is not as beautiful as Georgian." Federica Mogherini video - https://youtu.be/C2xx2JH4NAk