ევროპა და საქართველო-ტრადიციები და ღირებულებები.
Overview
თემა ,,ევროპა და საქართველო-ტრადიციები და ღირებულებები" მოგვითხრობს ევროპასთან საქართველოს ურთიერთობაზე, რომელიც დღეს არ დაწყებულა და საქართველო ანტიკური ეპოქიდან მოყოლებული ყოველთვის იყო ევროპული ნაწილი, , რომ ღირებულებები, რაზეც ევროპა დგას საქართველოსთვისაც არ არის უცხო..თუ მთავარი ევროპული ღირებულება არის ადამიანი, სინდისის თავისუფლება, თანასწორობა,- ეს იდეები ასახულია ყველა დიდ ქართულ ნაწარმოებში-,,ვეფხისტყაოსანში", ,,ალუდა ქეთელაურში" და სხვა. მე თქვენ მოგიყვებით იმ ტრადიციებზე, რითაც გამოირჩევა და რომლითაც ძლიერია ჩემი ქვეყანა-სტუმართმოყვარეობა და ქართული სუფრის ტრადიცია, ქართული ცეკვა, რწმენის სიმტკიცე...სწორედ ამ ტრადიციებისა და ღირებულებებისადმი ერთგულებით გამარჯვებებით მოვდივართ ერთი მუჭა ხალხი მრავალრიცხოვან დაუძინებელ მტრებთან ბრძოლაში. უძველესი ერი ვართ და საუკუნეთა მანძილზე ბევრი სისხლი დავღვარეთ ამ ფასეულობათა შენარჩუნებისათვის ., ამიტომაც მე ვთვლი ,რომ ჩემი პატარა ქვეყანა თავისი დიდი და გმირული წარსულით და საინტერესო და სიახლეებისადმი სწაფვით სავსე აწმყოთი ნამდვილად იმსახურებს გახდეს ევროპული ოჯახის წევრი და კიდევ ერთხელ ვამბობ: ,,მე ვარ ქართველი და, მაშასადამე ,ვარ ევროპელი"