საქართველო და მისი ისტორია
Overview
,,არის ერთიი პატარა სამოთხე, რომელსაც საქართველო ჰქვია და იმ პატარა სამოთხეში ცხოვრობს ერთი პატარა ერი,რომელსაც უცემს დიდი გული კაცობრიობის წარმატების, სიკეთისა და ბედნიერებისთვის"საქართველო ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარეობს,კერძოდ,
კავკასიაში.საქართველოს დასავლეთით ესაზღვრება შავი ზღვა,ჩრდილოეთით რუსეთის ფედერაცია,სამხრეთ აღმოსავლეთით-აზერბაიჯანი,სამხრეთით კი სომხეთი და თურქეთი.საქართველოს საერთო ფართობია 69,700 კმ,ამჟამად საქართველოში 3 718 200 ადამიანი ცხოვრობს.საქართველო იმ უძველესი სატრანსპორტო გზაჯვარედინზე მდებარეობს,რომელიც აკავშირებდა და აკავშირებს ჩრდილოეთსა და სამხრეთს,დასავლეთსა და აღმოსავლეთ ქვეყნებს.სწორედ საქართველოში გადიოდა ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო მაგისტრალი აბრეშუმის გზა.საქართველო შავი ზღვით უკავშირდება ევროპის ქვეყნებს და მათთან ძალიან კარგი სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა და აქვს.საქართველომ ძალიან რთული გზა განვლო დღემდე რომ მოეღწია.ბევრი მარცხი და გამარჯვება,ბევრი წარმატება და წარუმატებლობა განიცადა.მაგრამ დღეს ამ ყველაფრის მიუხედავად მყარად დგას ფეხზე.საქართველომ ძალიან ბევრი გმირი და ერთგული ადამიანები აღზარდა როგორებიცაა:შინდისის გმირები,დემეტრე თავდადებული,9 ძმა ხერხეულიძე,არჩილ ტატუნაშვილი,და ასე შემდეგ.ეს ადამიანები საკუთარ სიცოცხლეს წირავდნენ თავიანთი ქვეყნის გამო და სწორედ ამ ადამიანების დამსახურებაა ის რომ საქართველო დღესაც არსებობს.ჩვენი ქვეყნის ტერიტოროაზე უძველესი დროიდან ცხოვრობდნენ ადამიანები რაზეც მიუთითებს დმანისში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ადამიანების ჩონჩხის ფრაგმენტები რომლებიც დღეს-დღეისობით ინახება თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში.ამ ადამიანების ჩონჩხის ფრაგმენტები დაახლოებით 1 800 000 წლისაა,რაც მთელ ევროპაში ყველაზე ძველია საქართველოს ბევრი დამპყრობელი ჰყავდა.პირველი დამპყრობელი რომის იმპერია იყო რომელმაც ეგრესის სამეფო დაიპყრო,ეგრისისის სამეფო ჯერ რომის ვასალი იყო ხოლო მისი დასუსტების შემდდგ.სპარსეთის გავლენის ქვეშ მოექცა ახ.წ VI საუკუნეში სპარსელებმა ქართლში ხოლო ბიზანტიელებმა ლაზიკაში გააუქმეს გააუქმეს მეფობა და მმართვრლად თავიანთი მოხელეები დანიშნეს VIi საუკუნის შუა ხანებში,საქართველო ახალმა დამპყტობლებმა დაიპყრეს არაბებმა.მათ ქვეყანა პერიფერიულ ნაწილებად დაჰყვეს.ამავე პერიოდში აღმოსავლეთ საქართველოში შეიქმნა კახეთის სამთავრო და ჰერეთის სამეფო.დასავლეთ საქართველოში კი აფხაზთა სამეფო.საქართველო XII საუკუნემდე დაშლილი იყო მაგრამ დავით აღმაშენებლის მეფობის დროს გამთლიანდა,დავით აღმაშენებელმა მოახერხა და თურქ-სელჩუკები განდევნა საქართველოდან რომლებიც XII საუკუნეში ბატონობდნენ.ქართველი ხალხისთვის ოქრის ხანად ითველბა თამარ მეფის პერიოდი.ამასთან თამარ მეფე საქართველოში პირველი ქალი მეფე იყო.XIII საუკუნეში საქართველოში მონღოლები გამოჩნდნენ მათმა შემოსევებმა საქართველო კრიტიკულ მდგომარეობაში ჩააყენა,მონღოლებმა საქართველო ორ ნაწილად გაჰყვეს ერთში მეფობდა დავით ულუ და მეორე მხარეში დავით ნარინი საქართველო XIV საუკუნემდე დაშლილი იყო მაგრამ გიორგი ბრწყინვალეს მართველობის დროს ქვეყანა კვლავ გაერთიანდა და საქართველოში მშვიდობამ დაისადგურა თუმცა ეს დიდიხანი არ გაგრძელებულა იმავე საუკუნის ბოლოს თემურ-ლენგი გამოჩნდა რომელმაც საქართველო რვაჯერ დალაშქრა.ამ ყველაფერს კიდევ დაემატა ირანის და ოსმალეთის აგრესია. 1490 წელს საქართველო ოფიციალურად დაიშალა. 1555 წელს დაიდო ამასიის ზავი,რითაც ირანმა და ოსმალებმა საქართველო შუაზე გაიყვეს. XVIII საუკუნიდან ქართლ-კახეთის სამეფო გაერთიანდა და ირანისაგან დამოუკიდებელი გახდა.მისი მეფე ერეკლე II გახდა, ქართლ-კახეთის სამეფოს ირანი და ოსმალები ისევ ავიწროვებდნენ,ამიტომაც ერეკლე მეფე იძულებული გახდა რუსეთისთვის დახმარება ეთხოვა. 1783 წელს გეორგიევსკის ტრაქტატი დაიდო რუსეთსა და ქართლ-კახეთს შორის,რის მეშვეობითაც რუსეთის მფარველობის ქვეშ შევიდა ქართლ-კახეთი.ეს ყველაფერი კი რუსეთმა თავის სასიკეთოთ გამოიყენა და საქართველოს სრული ანექსია მოახდინა.მაგრამ 1918 წელს რუსეთის სახელმწიფო დასუსტდა და საქართველომ პოლიტიკური დამოუკიდებლობა მოიპოვა,მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელებულა 1921 წელს საბჭოთა რუსეთმა საქართველო კვლავ დაიმორჩილა.საქართველოს რუსეთმა ბრვრი ცუდი და საშინელი რამ გაუკეთა,ქართველ ხალხს განსაკუთრებით 1989 წლის 9 აპრილი არ დავიწყდება,ამ დღეს მშვიდობიანი მომიტინგეები რომლებიც მოითხოვდნენ დამოუკიდებლობას და აფხაზეთის ავტონომიის გაუქმებას,წითელი არმიის ოფიცრებმა დაარბიეს მომიტინგეები ამ დღეს გარდაიცვალა 21 ადამიანი,ასობით დაიჭრა და 2000 მეტი ადამიანი გაზით მოიწამლა.ამ ტრაგედიიდან 2 წლის შემდეგ,1991 წელს საბჭოთა კავშირი დაიშალა და საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა ქვეყნის პირველი პრეზიდენტი გახდა ზვიად გამსახურდია! რუსეთი ამ ყველაფრის შემდეგ მაინც არ გაჩერებულა და 2008 წლის აგვისტოს საქართველოში კვლავ შემოვიდა თუმცა ჩვენი ხელმეორედ დამორჩილება ვეღარ მოახერხა.ქართველმა ერმა ამ ყველაფრის მიუხედავად თავისი კულტურა მაინც შეინარჩუნა. ქართული კულტურა მსოფლიო ცივილიზაციის ერთ-ერთი უდიდესი მონაპოვარია და ისევე ძველის-ძველია როგორც კაცობრიობა.დღემდე იდუმალებით სავსეა მიუწვდომელი ქვეყანა-კოლხეთი და იბერია,ცივილიზებული სამყაროს ერთ-ერთი საოცრება იყო.ქართველური ტომების უძველესი დამწერლობა,ოქროს მოპოვებისა და დამუშავების საიდუმლოება,ისტორიულ საქართველოს შთაგონების წყაროდ აქცევდა.სახელმწიფო ენა ქართული ენაა. ქართული ენა ერთ-ერთი უძველესი და უმდიდრესი ენათგანია. ქართველ სალიტერატურო ენას დიდი ისტორია აქვს სულ ცოტა 1500 წელი.დედამიწაზე ცნობილია რომ რამოდენიმე ათასი ენაა,მაგრამ აქედან ანბანი მხოლოდ თოთხმეტია.ქართული ანბანი კი თოთხმეტ ანბათაგან ერთ-ერთი უძველესია.ქართული ანბანი სავარაუდოდ შექმნილია ძვ.წ. VII საუკუნეში.ქართველი ხალხის ცხოვრებაში უდიდესი მოვლენა ქრისტიანობის მიღება იყო ამ მოვლენამ წარმართა ქართველთა კულტურული ცხოვრება,განსაზღვრა ერის ზნეობრივი იდეალები,განსაკუთრებით კი საქართველო,ქრისტიანობის მიღების შემდეგ ევროპის იმ ქვეყნებთან დააკავშირა და დაახლოვა,რომლებსაც ქრისტიანობა უკვე ჰქონდათ მიღებული.საქართველოში ქრისტიანობა ქვეყნის რელიგიად გამოცხადდა 326 წელს."მაშასადამე მე ვარ ქართველი და მე ვარ ევროპელი"