ქართული დამწერლობა
Overview
ქართული დამწერლობა
ქართული ანბანი__ძველი ცივილიზაციის ზუსტ მეცნიერებათა ძეგლი
დამწერლობა კაცობრიობის ერთ-ერთი უძველესი მონაპოვარია, მას სამართლიანად ენიჭება გადამწყვეტი მნიშვნელობა კაცობრიობის კულტურის განვითარების ისტორიაში. დამწერლობას ახასიათებს ისეთი თისებები, რაც მას ბგერითი ენისაგან განასხვავებს და კაცობრიობის ისტორიაში განუმეორებელ მნიშვნელობას ანიჭებს.
მსოფლიოში 5000მდე ენაა, დამწერლობა კი მხოლოდ 14ს გააჩნია, მათ შორის არის ქართულიც.
ქართული ანბანი არის მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი სრულყოფილი ანბანური სისტემა. არის ისეთი ანბანი,რომელსაც გამოიყენებენ რამდენიმე ენისთვის.მაგალითად,ლათინური ანბანის საფუძველზე შედგენილ ანბანს იყენებს ევროპის სახელმწიფოთა უმრავლესობა,ამერიკასა და ავსტრალიაში ,აფრიკის ქვეყნების უმრავლესობა,აზიის ზოგიერთი ქვეყანა. ქართულ ანბანს ვიყენებთ მხოლოდ ქართველები.
მსოფლიოში არსებული 14 ანბანიდან პირველები ვართ, ვინც მსოფლიო მემკვირეობის ნუსხაში მოვხვდით, 14 ანბანიდან ერთადერთები ვართ, ვისაც ანბანის სამი ცოცხალი სახეობა გვაქვს (მრგლოვანი, ნუსხური, მხედრული) და ეს აღიარა მსოფლიომ.
“ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა”
2017 წელს იუნესკოს მემკვიდრეობის ნუსხაში ამ დასახელებით შევიდა ქართული ანბანი,ჩვენი უძველესი სიმდიდრე,რომლის სამივე სახეობა__ მრგლოვანი,ნუსხური და მხედრული დღემდე ცოცხლობს და რომელსაც მომავალი თაობები სწავლობენ. ამით კაცობრიობას კიდევ ერთხელ წარედგინა უძველესი ქართველი ერი, რომელმაც არსებობის აუცილებლობის დასადასტურებლად ანბანის უძლიერესი კოდი შექმნა. ''ქართული ანბანის იუნესკოს ძეგლად აღიარებას 150 ქვეყანა ფეხზე წამომდგარი უკრავდა ტაშს.''
შეიძლება ითქვას რომ ქართული ერთ-ერთი პირველი ევროპული ენაა. რადგან პირველი ევროპელების სამშობლო სწორედ საქართველო იყო. დმანისი საქართველოსთვის და მთელი მსოფლიოსთვის უმნიშვნელოვანესი ქალაქია საოცარი აღმოჩენებით,რომლებიც ცვლის კაცობრიობის ისტორიას და ჩვენს შეხედულებას ადამიანის ევოლუცის შესახებ. აქ აღმოჩენილია ევროპაში ყველაზე ძველი ადამიანის ნაკვალევი - თავის ქალა, რომლის ასაკი 1,6 მილიონი წლით განისაზღვრება. ასევე 1.8 მილიონი წლის აადამიანის ჩონჩხის ძვლის ფრაგმენტები, ქართველმა მეცნიერებმა მათ ზეზვა და მზია უწოდეს.
ასე,რომ თუ ქართველები პირველი ევროპელები ვართ,ქართული ერთ-ერთი პირველი ევროპული ენაა.
ქართულმა დამწერლობამ წარმოშობიდან დღემდე განვითარების სამი საფეხური განვლო: ასომთავრული (მრგლოვანი),ნუსხური და მხედრული.
ქართული დამწერლობის შემოღების (შექმნის) თარიღზე მიმანიშნებელი ზუსტი და ერთმნიშვნელოვანი წყარო არ არსებობს. XI საუკუნის ქართველი ისტორიკოსი ლეონტი მროველი მას ფარნავაზ I ს მიაწერს, ძვ.წ III საუკუნეში,თუმცა ამის დამადასტურებელი უფრო ადრინდელი საბუთი არ არის. ქართული ლიტერატურის ჩვენამდე მოღწეული უძველესი ძეგლი ''შუშანიკის წამება'' ( მეხუთე საუკუნე) მიანიშნებს, რომ მის დაწერამდე უნდა არსებულიყო განვითარებული წერილობითი კულტურა.
ლეონტი მროველის ''მეფეთა ცხოვრებაში'' ჩართულ თხზულებაში__''ცხოვრება ფარნავაზისი'' დაცულ ცნობას: ''ამან (ფარნავაზმა) განავრცო ენა ქართულისა,და არღარა იზრახებოდა სხუა ენა ქართლსა შინა თვინიერ ქართულისა,და ამან შექმნა მწიგნობრობა ქართული.''
თუმცა,ცნობაზე დაკვირვების შედეგად გამოირკვა,ქათული ენის გავრცობა და ქართული მწიგნობრობის შექმნა ნიშნავს არა ანბანის შექმნას,არამედ ქართული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადების ფაქტს და მასზე მწიგნობრობის_ლიტეარუტის განვითარებას. ქართული დამწერლობა უფრო ადრეც არსებობდა,ვიდრე საქვეყნო აღიარებას მოიპოვებდა.
ქართული დამწერლობა შედგება სამი ისტორიული სახისგან, სისტემისაგან: ასომთავრული, ნუსხური და მხედრული. თითოეულ მათანს თავისი გრაფიკული დამახასიათებელი სტილი აქვს, მაგრამ ასოთა მოხაზულობათა ცვალებადობის თვალსაზრისით ნუსხური დამწერლობა ასომთავრულის განვითარების შედეგია, ხოლო მხედრული__ნუსხურისა.
ასომთავრულის ანუ მრგლოვანის სახელწოდება ასოთ დიდი მოხაზულობისა და მრგვალი დამწერლობის გამო შეერქვა. ანბანის ამ სახეობით არის შესრულებული V-IX საუკუნეების ჩვენამდე მოღწეული უძველესი წერილობით ძეგლები:ბეთლების,ბოლნისის,მცხეთის...წარწერები.შემდგომ საუკუეებში ასეომთავრულს იყენებდნენ ეპიგრაფული წარწერებისთის,ასევე ხელნაწერებში სათაურებისა და საზედაო, მთვრული ასოების შესასრულებად, რის გამოც დამწერლობის ამ სახეს დაემკვიდრა სახელწოდება ''ასომთავრული''.
IX საუკუნიდან გვხვდება ნუსხური დამწერლობის ნიმუშები. ნუსხურის უძველეს ნიმუშად ითლება ატენის სიონის ერთ-ერთი წარწერა,რომელსაც 835 წლით ათრიღებენ.
ქართული დამწერლობის განვითაარების მესამე საფეხურია მხედრული. მხედრულის უძველეს ნიმუშად ითვლება წარწერა ატენის სიონში,რომელიც 982-986 წ.წ. თარიღდება.
XII საუკუნიდან თანაარსებობს ქართული დამწერლობის სამივე სახეობა,ასომთავრულსა და ნუსხურს ძირითადად სასულიერო ხასიათის თხზულებებში იყენებდნენ,მხედრულს კი უპირატესად საერო დამწერლობის ნიმუშებში.
ქართულ ანბანში თავდაპირველად 38 ასო-ნიშანი იყო. XIX საუკუნის 60_იან წლებში ილია ჭავჭავაძემ და მისმა თანამებრძოლებმა თანამედროვე,ლიტერატურული ქართული ენის შექმნის ჩარჩოებში ჩაატარეს ქართული დამწერლობის უმნიშვნელოვანესი რეფორმა__ როდესაც ანბანიდან ამოაგდეს მოძველებული 5 ასო, რომელიც ცოცხალ ქართულ ენაში აღარ გამოიყენებოდა.
დღეს ქართულ ანბანში 33 ასო-ნიშანია,მათგან 5 ხმოვანია,28 თანხმოვანი. ქართული ანბანი უნიკალურია იმით,რომ თითოეულ ნიშანს კონკრეტული ბგერა შეესაბამება.
ქართულ დამწერლობას მრავალი უცხოელი და ქართველი მკვლევარი სწავლობდა,მაგრამ ბოლომდე ამოუხსნელი რჩება მისი უნიკალურობის საიდუმლო. X საუკუნის ხელნაწერში ''ქებაი და დიდებაი,ქართულისა ენისაი'' ვკითხულობთ:
''დამარხულ არს ენაი ქართული
დღემდე მეორედ მოსვლისა
მესიისა საწამებლად,
რათა ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს
ამით ენითა.
და ესე ენაი, მძინარე არს დღსამომდე,
და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქვან,
რათა ყოველი საიდუმლო
ამას ენასა შინა დამარხულ არს.''
(შემოკლებული)
ქართული ანბანის შესახებ აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად,ყველა თანხმდება იმაზე,რომ ქართული ენა სრულყოფილია და უდიდეს საგანძურს წარმოადგენს. სომბლოლიზმი თანამედროვე მხედრულშიც შემორჩენილია. ასო 'ქ' ს და 'ჯ ' ს ქრისტეს და ჯვრის სიმბოლოდ მოიაზრებენ. მრავალსაუკუნოვანი არსებობის განმავლობაში მკვდრეთით აღმდგარი ლაზარეს ენად წოდებულ ქართულში დამარხული საიდუმლო კი ბოლომდე ამოუხსნელი რჩება.
ქართული ანბანი ქართელი ხალხის ერთვარი უნიკალურობის ერთ-ერთი გამოხატულებაა.
''შენ სიძველის გმოსავს ნელი ხავსი,
ქვაზე ჭრილი ხარ ჩუქუღთმის მსგავს_
დიდის გზნებით ასე იყავ სავსე
ოცდაექვსი საუკუნის წინად...''
ასეთი ჰიმნი მიუძღნა ქართულ ანბანს გალაკტიონ ტაბიძემ.
კონსტანტინე გამსახურდიას აქვს მოგონება წერუილში__ ''ქართველობა და უცხოეთის გენია.''
''ქართული ალფაბეტი,__ მითხრა ერთმა უცხოელმა, ქართულის მცოდნემ__ ჩემთვის ჯერაც ამოუხსნელი სფინქსია.
მარტო ესთეტიური თვალსაზრისით რომ ავიღოთ,ვერც გოტური,ვერ ლათინური და ვერც სანსკრიტული ენების ანბანი შეედრება თქვენა სადასა და ლამაზს, კოხტა ასოებს.
ქართველები, ალბათ, ვერც კი ამჩნევთ ამას. არც ერთი თქვენი ისტორიული მეზობლის, არც სხვა, თქვენგან მმოშორებით მცხოვრებ ხალხთა ალფაბეტის გავლენა არ ატყვია მას. იგი სრულიად თავისებურია და საოცარი.''
ინგლისელი__ უილიამ ედუარდ დევიდ ალენი
''ქართული ენის ბგერათა სიუხვესა და მრავალფეროვნეებას ქართული ანბანი სრულიად და ზუსტად გამოხატავს; ყოველ ცალკეულ ბგერას ცალკეული ასო-ნიშანი შეესაბამება; ყოველი ასო-ნიშანი ზუსტან და მკაფიოდ გამოითქმის; ამ თვალსაზრისით ვერც ერთი სხვა ანბანი ქათულ ამბანს ვერ შეედრება.''
ნიკო მარი
''ქართული ენით ყველაფერი ქამოითქმება,რაც დედამიწაზე შეიძლება გამოითქვას რაგინდარას ენით. აზრი არ მოიპოვება არც ერთ ენაზე, რუსეთის ან დასავლთის ევროპისა,რომ არა თუ ქართველმა სავსებით ვერ გამმოთქვამს,არამედ მხატვრულ ყალიბში ვერ ჩამოასხას.ქართული ენა,განსაკუთრებით,ცოცხალი ქართული ენა,მაღალმხატვრულად გამოსახავს ყოველ აზრს და დაუმახინჯებლას და შეურყვნელად გადმოსცემს,ისე მდიდრულია ქართული ენა.შეიძლებბა ითქვას,შინაგანი თვისებებით იგი მსოფლიო ენაა.''
მსოფლიოს 5 ყველაზე ლამაზ დამწერლობას შორის ქართული III ადგილზეა.
https://youtu.be/YwckBQ0Cv7U