გამოფენა "საქართველო ევროპული კულტურის კონტექსტში"
Overview
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში მოეწყო გამოფენა „საქართველო ევროპული კულტურის კონტექსტში“, რომელიც 10 დეკემბერს გაიხსნა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „ქართული ხელოვნების ისტორია: ტრადიცია და პერსპექტივები“ ფარგლებში და გაგრძელდა 19 დეკემბრის ჩათვლით.გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 1930 წელს გერმანიაში ჩატარებული „ძველი ქართული ხელოვნების“ ფოტო-გამოფენის ორიგინალური ფოტოები, ინსტიტუტის ექსპედიციების ამსახველი არქიტექტურული ფოტო
მასალა და სხვა.
Address
ქ. თბილისი, ათონელის ქუჩა 9/6, 0108 თბილისი, Georgia
Contact form