საგანმანათლებლო პროგრამა: „პირველი ევროპელების სამშობლო“
სამხრეთ კავკასია, გეოგრაფიული მდებარეობის გამო, კაცობრიობის ისტორიის ყველა ეტაპზე კულტურათა გზაჯვარედინი იყო. ეს ტერიტორია აფრიკიდან გამოსული ადამიანის გადაადგილების და განსახლების არეალიც მრავალჯერ გახდა. საქართველოს ტერიტორიაზე ქვის ხანის 500-ზე მეტი ძეგლი და ადგილსაპოვებელია აღმოჩენილი. სამხრეთ კავკასიაში ადრეული ადამიანის ნაშთები 1,770,000 წლის წინ დმანისში (ქვემო ქართლი) ჩნდება. ეს აღმოჩენები უძველესია ევრაზიის ტერიტორიაზე და აფრიკიდან განსახლების პირველ ადგილსამყოფელს წარმოადგენს. დმანისელი ჰომინინები უნიკალურ ინფორმაციას იძლევიან ადრეული Homo-ს შესახებ. დღეისათვის 5 თავის ქალა, 4 ქვედა ყბა და 70-ზე მეტი ჩონჩხის ძვალია აღმოჩენილი. დმანისი მდიდარია როგორც პალეონტოლოგიური მასალით, ასევე ადამიანის მიერ დამზადებული ქვის იარაღებითაც.
Address
შ. რუსთაველის გამზ. 3, Tbilisi, თბილისი, Georgia