კონკურსის "ახალგაზრდა ევროპული მემკვიდრეობის შემქმნელები" კონფიდენციალურობის შეტყობინება
ევროპის საბჭო
კონკურსი "ახალგაზრდა ევროპული მემკვიდრეობის შემქმნელები"
კონფიდენციალურობის შეტყობინება
კონკურსი "ახალგაზრდა ევროპული მემკვიდრეობის შემქმნელები" (YEHM), რომელიც ევროპის მემკვიდრეობის დღეების (EHD) ფარგლებში ტარდება, არის მოწვევა მონაწილე ქვეყნებში მცხოვრები ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის, წარმოადგინონ ევროპული მემკვიდრეობის საკუთარი ინტერპრეტაცია ვიზუალური ფორმატით, როგორიცაა ვიდეო, ფოტოები, ნახატები და გამოსახულებები, თანდართულ წერილობით მოწმობასთან ერთად.
1. ვინ არის პასუხისმგებელი მონაცემთა დამუშავებაზე?
ევროპის საბჭო და ევროპის მემკვიდრეობის დღეების (EHD) ეროვნული კოორდინატორები, რომლებსაც მონაწილე ქვეყნების ეროვნული ხელისუფლებები ნიშნავენ, არიან "მონაცემთა მაკონტროლებლები" გამოკითხვასთან დაკავშირებით პირადი მონაცემების დამუშავების თვალსაზრისით, რაც ნიშნავს, რომ მათ აქვთ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება.
კონფიდენციალურობის ეს შენიშვნა განმარტავს, თუ როგორ ამუშავებს ევროპის საბჭო პირად მონაცემებს YEHM-ის კონკურსთანდაკავშირებით . ინფორმაციისთვის, თუროგორ მუშავდება პირადი მონაცემები ეროვნული კოორდინატორის მიერ, გთხოვთ, მოითხოვოთ მისი კონფიდენციალურობის შეტყობინება.
2. რა მონაცემებს ვამუშავებთ და რა მიზნით?
ჩვენ ვამუშავებთ პერსონალურ მონაცემებს, რომლებსაც ვიღებთ EHD-ის ეროვნული კოორდინატორებისგან, შემდეგი მიზნებისთვის:
- YEHM ინიციატივის ზედამხედველობისთვის, ჩვენ ვამუშავებთ EHD-ის ეროვნული კოორდინატორების მიერ დამტკიცებული მენტორების შემდეგ პირად მონაცემებს: სახელი, გვარი, საცხოვრებელი ქვეყანა და პროფესიული ინფორმაცია;
- მონაწილე ქვეყნების საუკეთესო ნამუშევრებს შორის YEHM-ის კონკურსის ადმინისტრირებისთვის, ჩვენ ვამუშავებთ მონაწილეთა შემდეგ პირად მონაცემებს: სახელი, გვარი, ასაკი, საცხოვრებელი ქვეყანა;
- EHD-ის ვებსაიტის ადმინისტრირებისთვის, სადაც კონკურსის ნამუშევრები ქვეყნდება, ჩვენ ვამუშავებთ მონაწილეთა შემდეგ პირად მონაცემებს, რომლებიც ვებსაიტზე ნამუშევრებთან ერთად ქვეყნდება: სახელი, გვარი, ასაკი, საცხოვრებელი ქვეყანა;
- ჩვენ ასევე ვამუშავებთ მონაწილეთა და მენტორთა ელექტრონული ფოსტის მისამართებს, რათა შევძლოთ მათთან დაკავშირება YEHM-ის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების მიზნით.
3. რა არის ჩვენ მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძველი?
YEHM-ის მენტორების პირად მონაცემებსვამუშავებთ 1954 წლის 19 დეკემბერს პარიზში ხელმოწერილი ევროპის კულტურული კონვენციის (ETS No. 18) საფუძველზე.
ჩვენ ვამუშავებთ მონაწილეთა პირად მონაცემებს თანხმობის საფუძველზე. მონაწილის ასაკისა და მოქმედი ეროვნული კანონმდებლობის გათვალისწინებით, თანხმობა გაიცემა ან თავად მონაწილის მიერ, ან მისი მშობლების ან კანონიერი წარმომადგენლების მიერ, შესაბამის EHD-ის ეროვნულ კოორდინატორთან ან სკოლასთან ან სხვა საგანმანათლებლო ორგანიზაციასთან, რომელიც მონაწილეობს YEHD-ის აქტივობაში. ის შეიძლება გაცემული იყოს მშობლის თანხმობის ფარგლებში, მათი შვილის/შვილების YEHD-ის კონკურსში მონაწილეობის შესახებ, მაგრამ მასში კონკრეტულად უნდა იყოს მითითებული პერსონალური მონაცემების დამუშავება.
4. როგორ ინახება პერსონალური მონაცემები და ვის აქვს მასზე წვდომა?
ჩვენ ინფორმაციას ელექტრონულად ვინახავთ ევროპის საბჭოს სერვერებზე. ჩვენ მივიღეთ ზომები პირადი მონაცემების უსაფრთხოების დასაცავად, როგორიცაა შესაბამისი უსაფრთხოების ზომები, მათ შორის ანგარიშზე წვდომის ტექნიკები, რათა თავიდან ავიცილოთ პირადი ინფორმაციის უნებლიე დაკარგვა, გამოყენება, არაავტორიზებულად წვდომა, შეცვლა ან გამჟღავნება. პირად მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ პირებს ევროპის საბჭოში, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან YEHM-ის ადმინისტრირებაზე.
YEHM-ის კონკურსის შეფასების კომისიის წევრებს წვდომა აქვთ იმ მონაწილეთა სახელზე, გვარზე, ასაკსა და საცხოვრებელ ქვეყანაზე, რომლებიც მონაწილე ქვეყნებიდან წარდგენილი საუკეთესო ნამუშევრების ავტორები არიან.
მონაწილეთა პირადი ინფორმაცია, რომელიც EHD-ის ვებსაიტზე მათ ნამუშევრებთან ერთად არის გამოქვეყნებული , საჯაროდ ხელმისაწვდომია. ვებსაიტის ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ჩვენ მიერ დაქირავებული მესამე მხარე.
EHD-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაწილეთა პირადი ინფორმაციის გარდა , ჩვენ არ ვუზიარებთ პირად მონაცემებს მესამე პირებს.
5. რა ხანგრძლივობით ინახება პერსონალური მონაცემები?
ნამუშევრები, თანდართულ მონაწილეთა პირად ინფორმაციასთან ერთად , EHD-ის ვებსაიტზე გამოქვეყნებული რჩება იმ ხნით, რამდენიც საჭიროა YEHM-ის ინიციატივის პოპულარიზაციისთვის .
ჩვენ პირად მონაცემებს ვინახავთ ევროპის საბჭოსსერვერებზე იმ ხნით, რამდენიც საჭიროა YEHM ინიციატივის განსახორციელებლად . როდესაც ისინი აღარ იქნება რელევანტური, პირადი მონაცემები შესაძლოა მაინც შეინახონ საარქივო მიზნებისთვის.
6. ხდება თუ არა პერსონალური მონაცემების გადაცემა მესამე ქვეყნისთვის?
ჩვენ პირად მონაცემებს ვინახავთ ევროკავშირის ფარგლებში და არ გადავცემთ მას ევროკავშირის ფარგლებს გარეთ მდებარე არცერთ ქვეყანას.
ამავდროულად, მონაწილეთა პირადი ინფორმაცია, რომელიც EHD YEHM-ის ვებსაიტზე მათ ნამუშევრებთან ერთად არის გამოქვეყნებული, საჯაროდ ხელმისაწვდომია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.
7. რა უფლებები გაქვთ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებით?
თქვენ გაქვთ უფლება:
- მოითხოვოთ ჩვენ მიერ შენახულ პირად მონაცემებზე წვდომა;
- მოითხოვოთ თქვენ შესახებ არსებული არასრული ან არაზუსტი პირადი ინფორმაციის შესწორება;
- მოითხოვოთ თქვენი პერსონალური ინფორმაციის წაშლა ან მოხსნა, როდესაც მისი შენახვისთვის ჩვენთვის არ არსებობს საფუძვლიანი მიზეზი;
- გამოხატოთ თქვენი პერსონალური ინფორმაციის დამუშავების წინააღმდეგობა თქვენს გარემოებებთან დაკავშირებული კონკრეტული საფუძვლების გამო.
თუ გსურთ ზემოხსენებული უფლებების გამოყენება, ან გაქვთ რაიმე შეკითხვა, წუხილი ან მოთხოვნა თქვენი მონაცემების შეგროვებისა და გამოყენების წესთან დაკავშირებით, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ევროპის საბჭოს შემდეგი გზებით:
- ელექტრონული ფოსტის გაგზავნით მისამართზე jep-ehd@coe.int,
- ევროპის საბჭოს მონაცემთა დაცვის ოფიცრისთვის ელექტრონული ფოსტის გაგზავნით მისამართზე: dpo@coe.int.