მისია და ხედვა
ყოველწლიურად, სექტემბერში, ევროპის კულტურული კონვენციის ხელმომწერი სახელმწიფოები მონაწილეობენ ევროპის კულტურული მემკვიდრეობის დღეებში – ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის ერთობლივ აქციაში, რომელიც ახალ კულტურულ ღირსშესანიშნაობებს წარმოაჩენს და საზოგადოებისთვის ჩვეულებრივ დახურულ ისტორიულ შენობებს აღებს. კულტურული ღონისძიებები ხაზს უსვამს ადგილობრივ უნარ-ჩვეულებებს, ტრადიციებს, არქიტექტურასა და ხელოვნების ნიმუშებს, მაგრამ მათი უფრო ფართო მიზანია, კულტურებსა და ენებს შორის განსხვავებების მიუხედავად, მოქალაქეები ჰარმონიულად გააერთიანოს.
ყოველწლიურად, ეროვნული და რეგიონული ღონისძიებები სპეციალურ თემატიკას ეძღვნება. ეს თემები ქვეყნების მიხედვით ყოველწლიურად იცვლება. მათ შორისაა ისეთი საკითხები, როგორიცაა:
- მემკვიდრეობის კონკრეტული ფორმები (მაგ., ფერმერული სახლები, მუსიკალური ინსტრუმენტები, კულინარიული ტრადიციები, ბაღის არქიტექტურა);
- ისტორიის კონკრეტული პერიოდები (მაგ., შუა საუკუნეების მემკვიდრეობა, ბაროკოს მემკვიდრეობა);
- საზოგადოების მიდგომები მემკვიდრეობისადმი (მაგ., მემკვიდრეობა და მოქალაქეობა, მემკვიდრეობა და ახალგაზრდობა).
ევროპის საბჭო და ევროკომისია ხელს უწყობენ ტრანსნაციონალური თემების შერჩევას, რომელთა ილუსტრირებაც შესაძლებელია სხვადასხვა ქვეყნის მიერ ერთობლივად ორგანიზებული საზღვრისგადამღმელი აქტივობებით.
ევროპის მემკვიდრეობის დღეების მიზნები
ევროპის მემკვიდრეობის დღეების მიზნებია:
- ევროპელი მოქალაქეების ცნობიერების ამაღლება ევროპის სიმდიდრისა და კულტურული მრავალფეროვნების შესახებ;
- შექმნას კლიმატი, რომელშიც წახალისებული იქნება ევროპული კულტურების მდიდარი მოზაიკის დაფასება;
- ბრძოლა რასიზმისა და ქსენოფობიის წინააღმდეგ და ეროვნულ საზღვრებს მიღმა მეტი შემწყნარებლობის ხელშეწყობა;
- საზოგადოებისა და პოლიტიკური ხელისუფლების ინფორმირება კულტურული მემკვიდრეობის ახალი საფრთხეებისგან დაცვის აუცილებლობის შესახებ;
- ეპატიჟება ევროპას, უპასუხოს იმ სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც ის დგას.

ზოგიერთი საერთო პრინციპი
ყველა ეროვნული და რეგიონული ღონისძიების ჰარმონიზაციისა და მათი ევროპული დროშის ქვეშ გაერთიანების მიზნით, 1991 წელს რამდენიმე პრინციპი განისაზღვრა:
- ევროპის კულტურული მემკვიდრეობის დღეები სექტემბრის უქმეებზე უნდა ჩატარდეს;
- ევროპის კულტურული მემკვიდრეობის დღეები საშუალებას აძლევს ფართო საზოგადოებას, მოინახულოს მთელი ევროპის მასშტაბით მდებარე ძეგლები და ადგილები, რომლებიც, როგორც წესი, დახურულია ვიზიტორებისთვის;
- შენობებს, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში ღიაა, შეუძლიათ პროგრამაში მონაწილეობა, იმ პირობით, რომ მათ შესთავაზებენ სპეციალურ აქტივობებს, როგორიცაა გიდის თანხლებით ტურები, გამოფენები, კონცერტები, ლექციები;
- ვიზიტები უნდა იყოს უფასო ან შემოთავაზებული შეღავათიან ფასად;
- ევროპის კულტურული მემკვიდრეობის დღეების პროგრამა უნდა მოიცავდეს კონკრეტული აქტივობების ორგანიზებას, რომლებიც მოიზიდავს ფართო საზოგადოებას და, კერძოდ, ახალგაზრდებსა და სკოლის მოსწავლეებს; ყველა მონაწილე ქვეყანას სთხოვენ, გამოიყენოს ოფიციალური სახელწოდება "ევროპის კულტურული მემკვიდრეობის დღეები". იმ ქვეყნებს, რომლებიც 1991 წლამდე მსგავს ინიციატივებს სხვა სახელწოდებით ახორციელებდნენ, ეპატიჟებიან, ნათლად აღნიშნონ, რომ ღონისძიება იმართება "ევროპის კულტურული მემკვიდრეობის დღეების ფარგლებში";
- ევროპის მემკვიდრეობის დღეების, ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის ლოგოები უნდა იყოს წარმოდგენილი ევროპის მემკვიდრეობის დღეების ყველა სარეკლამო მასალაზე; ღონისძიების დროს ევროპის მემკვიდრეობის დღეების დროშა უნდა იყოს აღმართული საზოგადოებისთვის ღია ყველა შენობაზე.
1999 წლიდან ევროპის დღეების მუდმივი სლოგანია: "ევროპა, საერთო მემკვიდრეობა".
ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის ერთობლივი ქმედება, ეროვნული კოორდინატორების ჯგუფთან მჭიდრო თანამშრომლობით, უზრუნველყოფს ევროპის კულტურული მემკვიდრეობის დღეების წარმატებას.