Denne siden har blitt automatisk oversatt.
Noe innhold er kanskje ikke helt nøyaktig på grunn av begrensninger i programvaren og vanskeligheter med å oversette mellom språk.

მასტერკლასი მესხური ერდო-გვირგვინიანი საცხოვრებელი ნაგებობის სამშენებლო ტრადიციის შესახებ

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო, სამცხე-ჯავახეთი, Georgia
25 desember 2025
Overview

„ევროპის მემკვიდრეობის დღეების“ ფარგლებში ახალციხეში გაიმართა ერდო-გვირგვინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებელი ოსტატის, რევაზ ანდღულაძის საჯარო ლექცია, რომელიც მიეძღვნა მესხური ერდო-გვირგვინიანი საცხოვრებელი (დარბაზული) ნაგებობის სამშენებლო ტრადიციებს- ახლად მინიჭებული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე უნიკალურ კულტურულ ფენომენს. რევაზ ანდღულაძემ საზოგადოებას გაუზიარა მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება და დეტალურად ისაუბრა მესხური დარბაზული სახლის მშენებლობის პრინციპებზე, ასევე ტრადიციული ცოდნის თაობიდან თაობაზე გადაცემის მნიშვნელობაზე.

Adresse
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო, სამცხე-ჯავახეთი, Georgia