,,ხელოვნება და გართობა-შემეცნება''
Vue d'ensemble
საფრანგეთის , იტალიის , საბერძნეთის, ამ უძველესი სახელმწიფოების შემდეგ საქართველოს ჯერიც დგება . სულ რაღაც რამოდენიმე საათი რჩება რომ ათენიდან მიმავალი ბოინგი თბილისის აეროპორტში დაეშვება , მანამდე კი ფანჯრიდან ცას გავჰყურებ და გონებაში მოგზაურობის მარშრუტს ვადგენ მაგრამ იმდენი რამაა ამ პატარა ქვეყანაში სანახავი რომ გონებასაც კი უჭირს მისი ღირსშესანიშნაობების დალაგება ...
უცებ ჩემი ფიქრების ნაკადულს რაღავ წრიპინის ხმა ამღვრევს . აი , სტუარდესაც იწყებს რიგებში სიარულს და ნელ-ნელა მეც მომიახლოვდა .
- ბატონო , შეიკარით უსაფრთხოების ღვედი !
მე ფიქრებში გართულმა მის სიტყვებს ურადღებაც კი ვერ მივაქციე.
- უკაცრავად , ბატონო ...
- დი ... დიახ გისმენთ
- გთხოვთ შეიკრათ უსაფრთხოების ღვედი მალე მიწაზე დავჯდებით .
სხვა რა გზაა , ვემორჩილები მის რეკომენდაციას.
ჩემი სმარტფონი 14 საათსა და 20 წუთს აჩვენებს , უკვე დროა რომ ვეზიარო ,, წმინდა ხელოვნებას '' არქიტექტურის , ღირსშესანიშნაობების და სოციუმის სახით.
ყოველ თვალის დახამხამებაში ახალ-ახალი ნაგებობები ჩნედება , მაგრამ მიჭირს გამოვიცნო რომელს მიეკუთვნება ევროპულ კულტურის ნაწილს თუ აზიურს . მარცხენა თვალით გახედავ ევროპულს გავს , მარჯვენათი კი აზიურს . ორივეს შერწყმით კი რაღაც ისეთს ქმნის რისი აღწერაც და კამერაზე დაფიქსირებაც კი არაა შესაძლებელი .
ყოველ წამს ახალ-ახალ დეტალს ვამჩნევ თითქოსდა დაუსრულებლად გრძელდება , სწორედაც რომ მეაშიყებიან და ცდილობენ ჩამითრიონ და მომხიბლონ , უეჭველია რომ ეს გამოდით .
აქ საქართველოს დედაქალაქი , თბილისი , ჩვენ შეგვიძლია გავყოთ ორ ნაწილად : ძველი თბილისი და ახალი თბილისი .
ძველი თბილისი ძალიან მომხიბლავია , მის პატარა ქუჩებში სიარულისას აზიურ სურნელს იგრძნობთ . შენობებიც კი აზიურსა გავს , უნიკალური აივნიანი სახლები ევროპული სტილითაა ნაკეთები მაგრამ რაც შეეხება მის ჩუქურთმებს და ახკაზმულობა აზიურს წარმოაადგენს .
ხოლო ახალი თბილისი განვითარებულ , ევროპულ , ურბანულ ქალაქს წარმოადგენს . მისი არქიტექტურა უეჭველია რომ ევროპულია , თანაც დახვეწილი .
აქ 69,700 კვადრატულ კილომეტრზე , იმდენი სანახავია რომ მას ერთ წელიწადშიც კი ვერ მოასწერებ . ქართული იდენტობა ტრადიციულად საკმაოდ ახლოსაა იყო და არის ევროპულთან , მაგრამ ომები და ბრძოლები ამას აქარწყლებდა . საბჭოთა კავშირის სახით კი მას დიდი დაბრკოლება შეხვდა . Georgia , როგორც მას ჩვენ ვეძახით იქნებოდა წამყვანი ევროპული ქვეყანა რომ არა სსრკ . ეს უკვე წარსულია ქართველების თვის , საიდან ვხვდები ამას ? ამაზე პასუხის გაცემა ძალზედ რომ ადვილია . პასუხია მათი გულმოდგინება და საქმიანობა , ერი მიისწრაფის ევროპისკენ , რათა კვლავ შეძლოს ევროპასთან უშვალოდ დაკავშირება . ჩვენს რეალობაში არც თუ იშვიათია ევროპისა და მისი ღირებულებების შესახებ მცდარი ინფორმაციის და დამახინჯებული ფაქტების გავრცელება, რაც არსებითად მეზობელი სახელმწიფოს აქტიური საინფორმაციო პოლიტიკის შედეგია , ეს პრობლემა საქართველოსაც აწუხებს ვინაიდან რუსეთის ფედერაცია ყოველთვის ცდილოობდა რაიმე განსაცდელი შეექმნა სამხრეთ კავაკსიაში , საღად მოაზროვნენი კი ამას ხედავენ და ერი სხვის ანკესზე არ წამოგებია მათი წყალობით .
აქ უკვე 3 წელია რაც ბინა დავიდე და ბევრი რამე შევიტყე მაგალითად : შესაძლოა ითქვას, რომ ევროპული ღირებულებები მაინც უპირატესად ადამიანის საკუთარ არჩევანს და ამ არჩევანის მიმართ იმგვარ დამოკიდებულებას გულისხმობს, როცა თავად პიროვნება სრულად იღებს და აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას ამ არჩევანისა და მისი შედეგების გამო. ამგვარია ქრისტიანული ზნეობრივი მოთხოვნებიც და შეფასებებიც; ნამდვილად ამგვარი გმირები არიან რუსთველისა და ვაჟა-ფშაველას პერსონაჟებიც: ავთანდილიც და ნესტანიც, ალუდაც და ზვიადაურიც, კვირიაც და მინდიაც.
ვინაიდან მაინც, ევროპული ცივილიზაცია ეფუძნება ღირებულებებს, რომლებიც, შეიძლება ითქვას, სწორედმისი ქვაკუთხედია. ამათგან განსაკუთრებით გამოიყოფა სამი რამ: ადამიანური პიროვნების უპირობოღირებულება, პიროვნების მხრივ საზოგადოების მიმართ პირადი პასუხისმგებლობის განცდა და საკუთარითავის მუდმივი შეცნობა შეეჭვების, დაეჭვების, ანუ, საზოგადოდ, კრიტიკული მიდგომა დამოკიდებულებისგზით. ამის დანახვა ძალიან ადვილია აქ საქართველოში , თუ ვინმე მაინც გაეცნობა ქართულ ლიტერაურას და მის ისტორიას , შეუძლებელი იქნება არ დაინახოს ის მზგავსებები რაც საქართველოს აქვს ევროპასთან მიმართებაში . პირველ რიგში, აუცილებელია ქართული ეროვნული ტრადიციის ცენტრალური ტექსტის - „ვეფხისტყაოსნის" - გახსენება.
„ვეფხისტყაოსნის" წამყვანი თემაა გმირთა თავდადება, თავგანწირვა სხვა ადამიანების მიმართ, მიუხედავად იმისა, რამდენად ეთანხმებიან ისინი ერთმანეთს. ამ პოემის წაკითხვისას თვალ წინ დაგიდგებიან ევროპელი ჯვაროსნები და მათი საგმირო საქმეები , ასევე მათი ღირსებები , ფასეულობები , კულტურა და ზნეობრივი თვისებებიც . ყველაფერი რაც ჩამოვთვალე აშკარად ემთხვევა ერთმანეთს . ეს კი მაძლევს იმის საშვალობას რომ ვთქვა საქართველო არის ევროპა და ევროპა არის საქართველო .
როცა ორი ან მეტი ერის თვისებები , ფასეულობები , კულტურა , არქტიექუტურა , მწეროლობა , აზროვნება .
როცა კითხვა ჩნდება თუ რა არის ევროპული მემკვიდრეობა პასუხის საპოვნად საქართველოში მოგზაურობა დაგჭირდებათ , როგორც ეს ჩემს შემთხვევაში იყო . მალე ახლოვდება დრო ჩემი გამგზავრებისა მშობლიურ ევროპაში . ამ პატარა ქვეყანაში თუ ასეთი მრავაფეროვნებაა და თანაც ასე პატარა მაშტაბზე მაშინ რა იქნება ევროპაში ?! რათქმაუნდა ასჯერ მეტი მაგრამ მნიშვნელობით იგივეა რაც საქართველოსი . ვინაიდან შვილს მამის თვისებები ყოველთვის დაჰყვება რაღაც დოზით . ამ ემთხვევაში მამა საქართველოა რაზეც ისტორიკოსების დასკცნაც მეტყველებს , ხოლო შვილი დანარჩენი ევროპა.