მარშრუტების, ქსელებისა და კავშირების მემკვიდრეობა
საზოგადოება აგებულია ქსელებზე, რომლებიც ხელს უწყობდა ვაჭრობას, რელიგიური მრწამსის, სამეცნიერო ცოდნის, ტექნოლოგიური ინოვაციების გაცვლას და საერთო კულტურული და ხელოვნების პრაქტიკების გაზიარებას. ძველი მარშრუტები, ქალაქები თუ სოფლები, სავაჭრო პუნქტები, სალოცავები, სასტუმრო სახლები, კოშკები, სიმაგრეები და ჩვენი აშენებული გარემოს მრავალი სხვა ელემენტი ამ გაცვლის მოწმობას წარმოადგენს. ეს თემა გვაძლევს შესაძლებლობას, გავუყვეთ ისტორიის ამ გზებს, მარშრუტებსა და ბილიკებს და აღმოვაჩინოთ, თუ რა შეგვიძლია მათგან ვისწავლოთ დღეს. ეს არის შანსი, გამოვიკვლიოთ, თუ როგორ არის ჩვენი ადგილობრივი მემკვიდრეობა დაკავშირებული მრავალფეროვან გავლენებთან.
თუ დავუკვირდებით, ჩვენ გარშემო ყველაფერს ამის შესახებ რაღაცის თქმა შეუძლია. ყველა შენობას, რომელიც ჩვენს ქალაქებს, დაბებსა და სოფლებს ქმნის, საკუთარი უნიკალური სტილი აქვს, თუმცა, ამავდროულად, დიზაინის, მშენებლობისა და დანიშნულების თვალსაზრისით მრავალი უფრო ფართო გავლენის ქვეშაა. ეს ისტორიები შეიძლება ეხებოდეს ჩვენი სარკინიგზო სადგურების, მუნიციპალიტეტის შენობების ან ბაზრის მოედნების ისტორიასა და კავშირებს, ისევე როგორც იმ გზებსა და ბილიკებს, რომლებიც ერთმანეთთან აკავშირებს ადგილებს, სადაც ვცხოვრობთ, ვმუშაობთ და ვერთობით. ეს შეიძლება მოიცავდეს იმ ადამიანების ისტორიების შესწავლას, რომლებიც ამ მარშრუტებით მოგზაურობდნენ, რას მიჰქონდათ თან და რა ობიექტები, პრაქტიკები და კულტურები გაუზიარეს ერთმანეთს ამ პროცესში. დღეს ჩვენ ვიყენებთ ციფრული კავშირების ახალ და მუდმივად განვითარებად ფორმებს, რომლებიც ქმნიან საკუთარ რუკებსა და მარშრუტებს, რომელთა საშუალებითაც ერთმანეთთან ვკომუნიკირებთ. ამ თემამ, შესაბამისად, გვაძლევს შესაძლებლობას, გამოვიკვლიოთ, თუ როგორ განვითარდა გადაადგილების ჩვენი ფორმები და, ამ თემის გარშემო ღონისძიებების ორგანიზებით, შევქმნათ ახალი შესაძლებლობები ახალი კავშირებისა და ურთიერთობების დასამყარებლად.
აღმოაჩინეთ იდეები ღონისძიებებისთვის ბროშურაში "გზების, ქსელებისა და კავშირების მემკვიდრეობა".
ჩამოტვირთეთ პოსტერი ღონისძიებებისთვის მარკერებით (საბეჭდი)
ჩამოტვირთეთ პოსტერი ღონისძიებებისთვის თეგების გარეშე (საბეჭდი ვერსია)
ჩამოტვირთეთ ვიზუალი სოციალური მედიისთვის