ხელოვნება და გართობა/შემეცნება

Récit des acteurs
Année
2019
Storyteller
Nom de la personne à contacter
?????? ?????????
Participants
Share:
Vue d'ensemble
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და განვითარება უძველეს ისტორიაში იღებს სათავეს. ძეგლთა დაცვის სფერომ კი როგორც დარგმა ჩამოყალიბება XIX საუკუნეში დაიწყო. ამ პერიოდში უკვე ცალკეული მეცნიერები და საზოგადო მოღვაწეები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესწავლისა და დაცვის საქმეში – აყალიბებენ სხვადასხვა გაერთიანებებს, საზოგადოებებსა და ორგანიზაციებს. მიზანად ისახავენ შემორჩენილ სიძველეთა თავმოყრას, შენარჩუნებას, კვლევასა და დაცვას. 1921 წელს სახალხო კომისარიატთან შეიქმნა სამუზეუმო სიძველეებისა და ხელოვნების ძეგლთა დაცვის სექცია. ამ დროიდან საქართველოს კულტურის ძეგლებს სახელმწიფო იცავდა და 1923-1924 წლებში განსაკუთრებული იყო მისი როლი ქვეყანაში ანტირელიგიური კამპანიის დროს. 1934 წელს საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიქმნა კულტურისა და ძეგლთა დაცვის კომიტეტი. 1948 წელს საქართველოს მთავრობის დადგენილებით პირველად საბჭოთა კავშირში შეიქმნა სამეცნიერო-სარესტავრაციო სახელოსნოები . 1959 წელს, კი პირველად საბჭოთა კავშირში დაარსდა ნებაყოფლობითი ორგანიზაცია _ საქართველოს კულტურის ძეგლთა დაცვის საზოგადოება. მის მიზანს წარმოადგენდა საქართველოსა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გამოვლენა, დაცვა, აღდგენა-გამაგრება და შესწავლა. 1977 წელს საქართველომ მიიღო კანონი „ისტორიისა და კულტურის ძეგლების დაცვისა და გამოყენების შესახებ“, ხოლო 1978 წლის დადგენილებით გაუქმდა ძეგლთა დაცვის მანამადე არსებული ორგანო და შეიქმნა ისტორიის, კულტურის, ბუნების ძეგლთა დაცვისა და გამოყენების მთავარი სამეცნიერო-საწარმოო სამმართველო (შემოკლებით ძეგლთა დაცვის სამმართველო). 2004 წელს, ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის ლიკვიდაციის შემდეგ, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სტრუქტურაში შეიქმნა კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტი, სხვადასხვა მიმართულების სამმართველოებით, რომელმაც დამკვეთისა და მაკონტროლებლის ფუნქცია შეითავსა. ამ პერიოდიდან დაიწყო ახალი ეტაპი კულტურული მემკვიდრეობის მართვის სფეროში. სახელმწიფო პოლიტიკის გატარებისა და დარგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, შეიქმნა „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროგრამა“ სახელმწიფოს მიერ სფეროს მზარდი დაფინანსების მკაფიოდ გამოხატული ტენდენციით და კულტურული მემკვიდრეობის მართვის ევროპულ მოდელთან მისადაგებული სტრუქტურით. 2008 წლის ნოემბერში საქართველოს პრეზიდენტის დადგენილებით ჩამოყალიბდა ძეგლთა დაცვის ორგანიზაცია - სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სხვადასხვა და უაღრესად სპეციფიკური მიმართულებებით - მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა, მუზეუმები, მუზეუმ-ნაკრძალები და არქეოლოგიური საიტები, საინფორმაციო სისტემები, კულტურული მემკვიდრეობის კვლევა და პოპულარიზაცია, ძეგლთა მონიტორინგი და დოკუმენტირება, საგანმანათლებლო და საერთაშორისო პროექტები. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო შეიქმნა ქვეყნის ეროვნულ და მსოფლიო მნიშვნელობის კომპლექსური ძეგლების ბაზაზე, წარმოადგენს მათ ერთობლიობასა და სამართალმემკვიდრეს. ჩვენი კავშირი ევროპასთან: ჩვენი კავშირი ევროპასთან არის ფაქტობრივად ძველთაგანვე, დამყარდა ურთიერთობა ქართველ ერსა და ევროპელ ხალხთა შორის, ეს იყო კულტურული ურთიერთობა, სავაჭრო კონტაქტები, ეკონომიკური სიახლოვე , რაც ყოველივე ხელს უწყობდა ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას ნებისმიერ სფეროში. ამის დამასტურებელი ფაქტები უხვად მოიძებნება ჩვენს ისტორიაში. არ უნდა დავივიწყოთ რომ ჩვენ ხალხს დიდი წვლილი შეჰქონდა სხვა ხალხთა კულტურაში.აღმოსავლურ და დასავლურ სამყაროს მიჯნაზე, მნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე მდებარე საქართველოს ხელს უწყობდა საკუთარი კულტურის განვითარება-განახლებაში. ხალხი საკუთარ თვითმყოფადობას ინარჩუნებს კულტურული მემკვიდრეობის სახით. ესათუის ქვეყანა გაიგივებულია მის ღირსშესანიშნაობასთან. მაგალითად: იტალია-პიზის კოშკთან, ინგლისი-შეგსპირთან, საქართველო- სვეტიცხოველთან, ინდოეთი- ტაჯ-მაჰალთან. მემკვიდრეობა წარმოადგენს ზოგადსაკაცობრიო მონაპოვარს და ხელმისაწდომია ყველასთვის , მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. მსოფლიოს ხალხებს იზიდავდა წარსულშიც და ახლაც იზიდავს საქართველოს სიძველეები. კულტურის ძეგლები. რაც ხელს უწყობს ხალხთა შორის დაახლოებას და ეკონომიკურ წინსვალს. ყველა ჩვენთაგანს ეხება მემკვიდრეობის დაცვა. გასული საუკუნის ომებმა ბევრი ისტორიული პუნქტი, ქალაქი,დასახლება გაანადგურა. ამიტომ კულტურულ მემკვიდრეობას გაფრთხილება სჭირდება. ამ მიზნით 1945 წელს შეიქმნა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია-იუნესკო. იუნესკომ შეიმუშავა რეკომენდაციები რაც ითვალისწინებს მემკვიდრეობის დაცვას მსოფლიო მასშტაბებით. მსოფლიო მემკვიდრეობის სია ყოველწლიურად მატულობს, 1992 წელს საქართველო შეუერთდა ამ სიას. მემკვიდრეობის ნუსხაშია, მცხეთის ისტორიული ძეგლები, ზემო სვანეთი, ბაგრატის და გელათის ტაძრები და ა.შ. 2003 წლიდან იუნესკომ გააფართოვა კულტურული მემკვიდრეობის გაგება. რაც მიმართულია კულტურული მრავალფეროვნების შესანარჩუნებლად. თაობიდან თაობას გადაცემული კულტურული მემკვიდრეობა იქმნება ,იცვლება, აყალიბებს მემკვიდრეობითობის განცდას და ეს ყოველივე ხელს უწყობს კულტურის განმრავალფეროვნებას და ხალხთა შორისთანამშრომლობას. იუნესკოს 2003 წლის კონვენციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ , საქართველო შეუერთდა 2007 წელს, რაც გულიხმობს , კუტურული მემკვიდრეობის დაცვას, აღირძინებას, პოპულარიზაციას, ახალგაზრდებისთვის მათ გადაცემას. ქართველი ხალხი ყოველთვის ეცნობოდა ევროპული კულტურის სიახლეებს, ამას ყოველივეს ნერგავდა საკუთარ ქვეყანაში , რაც აისახებოდა არქიტექტურაში,ფერწერაში და ნებისმიერ დარგში, მაგრამ ამავე დროს საკუთარ თვითმყოფადობას ყოველთვის ინარჩუნებდა. საქართველომ ევროპისგან ისწავლა: ბაზილიკური ტიპის ეკლესიების აგება, ასევე ეკლესიების გრანდიოზულობა, ინტერიერის გაფორმება, ტიხრული მინანქროთ დამზადება საეკლესიო ნივთების, ასევე კედლის და ჭერის მოზაიკა, კედლების მოხატულობა. კულტურულ მემკვიდრეობას ყოველთვის დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს ყველგან და მათ შორის ჩვენს ქვეყანაში, რადგანაც კულტურული მემკვიდრეობა მოიცავს ყველაფერს რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი ერის წვლილი სხვა ქვეყნების განვითარებასა და ისტორიის შექმნაში. მაგალითად: ანთიმოზ ივერიელი რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა რუმინელი ხალხის ისტორიაში. ყველა ჩვენთაგანის ვალია შევინარჩუნოთ ჩვენი მატერიალური და არამატერიალური ძეგლები, ღირსშესანიშნაობები, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობები. რადგანაც ეს ყოველივე ხელშემწყობი ფაქტორებია ქვეყნებს შორის დაახლოებისა , განვითარებისა და წინსვლისა.