ქართული მრავალხმიანობა
Vue d'ensemble
ქართული ხალხური მუსიკა სათვეს უძველეს დროში იღებს.იგი თავიდანვე დაკავშირებული იყო ჩვენს წინაპართა ყოფასთან.მასში,როგორც სარკეში,არეკლილია ქართველი ერის უდიდესი ისტორია,სულიერი მისწრაფებანი,კაცთმოყვარეობა დ პატრიოტული შემართება.მღეროდნენ ომის,შრომის,ავადმყოფობის,მხიარულების,მწუხარების დროს.
უძველესი ცნობები ქართული ხალხური მუსიკის შესახებ არქეოლოგიურ მასალებსა და ძველბერძნულ წყაროებში მოიპოვება.აღმოჩენილია სხვადასხვაგვარი საკრავი,რომლებიც ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაუმზადებიათ:სალამური,ჩანგი,ლირა.
საუკუნეების მანძილზე ქართული ხალხური სიმღერა იხვეწებოდა და მდიდრდებოდა.“ჩაკრულოს“,“ლილეს“,“მრავალჟამიერის“ და კიდევ სხვა მრავლი უბრწყინვალეს სიმღერათა სამშბლო-საქართველო“მსოფლიო ხალხური მუსიკის სატახტო ქვეყნად იქცა“.
„ჩაკრულო“-ქართული კლასიკური,საგუნდო,პოლიფონიური,სუფრული სიმღერა.“ჩაკრულოს“ პირველი ჩანაწერი გააკეთა ზაქარია ფალიაშვილმა.1977 წელს კოსმოსში გაგზავნეს „ჩაკრულო“,ნიშნად იმისა,რომ საქართველო ევროპული კულტურის ნაწილია.
2001 წელს ქართული პოლიფონია იუნესკოს მიერ აღიარებული იქნა,როგორც კაცობრიობის ზეპირსიტყვიერი და არამატერიალური მემკვიდრეობის შედევრი.“ჩაკრულო“ შევიდა იუნესკოს არამატერიალური მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაში.
ოქროს ფირფიტა,რომელზეც ქართული ხალხური სიმღერა „ჩაკრულოა“ ჩაწერილი,კოსმოსურმა ხომალდმა „ვოიჯერმა“მზის სისტემაში 42 წლის წინ გაიტანა.მას შემდეგ ფირფიტაზე თითქმის აღარაფერი გვსმენია.2013 წელს „NASA”-მ_ამერიკის აეროავტის და კოსმოსის ადმინისტრაციამ ფირფიტის შესახებ ახალი ინფორმაცია გაავრცელა.სექტემბრის შუა რიცხვებში „ვოიჯერმა“მზის სისტემა პირველად დატოვა და ვარსლვლავთშორის სიცრცეში გადავიდა.
საქართველო ვოკალური მრავალხმიანობის კლასიკური ქვეყანაა და ქართული მუსიკალური აზროვნებისთვის ვოკალური მრავალხმიანობის პრინციპია ამოსავალი.ქართულმა მრავალხმიანმა სიმღერამ განვითარების და სრულყოფის ხანგრძლივი პერიოდი განვლო.
ქართული პროფესიული მუსიკის ახალ აღმავლობას ბიძგი მისცა ევროპულ მუსიკალურ კულტურასთან ინტეგრაციის პროცესმა,რომელიც სათავეს იღებს XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან.ამ პროცესის განვითარებას ხელი შეუწყო თბილისში თეატრის დაარსებამ.
2017 წელს ევროსაბჭოში გამართული ისტორიული კონცერტის შემდეგ ანსამბლმა „შავნაბადამ“ მსმენელს სტრასბურგის რობერსტოს პროტესტანტულ ეკლესიაში უმასპინძლა.
ცნობილ ქართულ ფოლკლორულ ნაწარმოებებთან ერთად შესრულდა ევროკავშირის ჰიმნის ახლებური ვერსია,რომლის პრეზენტაციაც ევროსაბჭოს მსოფლიო ფორუმის საზეიმო გახსნაზე შედგა.
„შავნაბადას“წევრების განცხადებით,მათთვის განსაკუთრებით საამაყოა,რომ ქართული სიმღერები ევროსაბჭოს იმ დარბაზში შესრულდა სადაც წარმოითქვა ცნობილი სიტყვები:“მე ვარ ქართველი და მაშასადამე მე ვარ ევროპელი“.მასპინძლებმა „შავნაბადას“ გამოსვლას ერთიანობის დღესასწაული უწოდეს.
ქართულ ხალხურ სიმღერებს უხსოვარი დროიდან მრავალხმიანობა ახასიათებდათ.მრავალხმიანობა ანუ პოლიფონიურობა უნიკალურ მოვლენად ითვლება.საქართველოს ყველა კუთხეს თავისებური მუსიკალური დიალექტი აქვს და მათი რიცხვი 15-მდე აღწევს.
ქართული პოლიფონიის კიდევ ერთი უაღრესად დახვეწილი ნიმუშია,გურული სიმღერა-„კრიმანჭული“.
უცხოელი მუსიკოსები ქართულ პოლიფონიას შემდეგნაირად აფასებენ:
გერმანელი მუსიკისმცოდნე,ზიგფრიდ ნადელი:“ქართული მრავალხმიანობა ევროპული მრავალხმიანობის საფუძველი უნდა იყოს.“
ალან ლომაქსი,ამერიკელი ფოლკლორისტი:“საქართველო მსოფლიო ხალხური მუსიკის დედაქალქია“.
ამრიგად,ჩვენ შეგვიძლია დაზუსტებით ვთქვათ,რომ ქართული პოლიფონია გაცილებით მეტია,ვიდრე სიმღერა.ესაა ემოციების და გრძნობების გამოხატვის არაჩვეულებრივი საშუალება.
ქართული ხალხური საკრავები
ქართული ხალხური საკრავები_ცნობილია უძველესი დროიდან,როგორც წესი,სიმღერის ან ცეკვის თანხლების ფუნქციით.ძველ ქართულ ლიტერატურულ წყაროებში საკრავთა 100ზე მეტი დასახელებაა შემონახული.
საკრავი,როგორც „მატერიალური კულტურის ძეგლი“,მუსიკის ისტორიის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს.
საქართველოშ გავრცელებული საკრავებია:სალამური, საყვირი,ფანდური და ა.შ.
ქართული ხალხური სიმღერები ერთგვარ წარმოდგენას გვიქმნიან ჩვენს წინაპართა ადათებსა და ცხოვრების წესზე,ამდენად ქართულ ხალხურ სიმღერას ისტორიული მნიშვნელობაც აქვს.ქართულ სოფლებში დღესაც შეგიძლიათ მოისმინოთ მზის სადიდებელი ჰიმნი,სამკურნალო სავედრებელი და სხვა.
არსებობს ხალხური მუსიკის სხვადასხვა ხმები:გამყინავი,მოძახილი,ბანი და სხვა.
უძველესი ასურული და ბერძნული წერილობითი წყაროები,ქართული სიმღერა_ცეკვის შესახებ მოგვითხრობს:“ქართველთა შორეული წინაპრები ომის დროს,“მხიარულ სიმღერებს“ასრულებდნენ. შესაძლოა,სწორედ მრავალხმიანობა იყო ამ სიმღერების განსაკუთრებულობის მიზეზი.
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიამ, ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრმა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა 2016 წლის 26 – 30 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის პატრონატით ტრადიციული მრავალხმიანობის VIII საერთაშორისო სიმპოზიუმი გამართა.
მერვე სიმპოზიუმში მონაწილეობდა 49 მეცნიერი მსოფლიოს ხუთივე კონტინენტის 22 ქვეყნიდან, ამათგან 15 მეცნიერი საქართველოდან. სიმპოზიუმის სამეცნიერო სესიებს განსაკუთრებული ხიბლი შეძინა ხალხური მრავალხმიანობის კონცერტები, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის დიდ დარბაზში, რუსთაველის თეატრისა და კონსერვატორიის მცირე დარბაზებში გაიმართა. მათში მონაწილეობდნენ ქართული მრავალხმიანობის ქართველი და უცხოელი შემსრულებლები, ოჯახური ანსამბლები, აგრეთვე, სარდინიული ანსამბლი CONCORDU LUSSURZESU.
ქართულ კულტურაში სიმღერას უაღრესად ღირებული ადგილი უჭირავს.ქართულენოვანი პოლიფონიური სიმღერა იმ ქვეყნის საერო ტრადიციაა,რომლის ენა და კულტურა წლების განმავლობაში მუდმივ ზეწოლას განიცდიდა.
ქართული სიმღერა-ეს მალამოა,რომელიც მსმენელს გულზე ეფინება სმენის პროცესში.ამოუწურავია ჩვენი ქვეყნინ ღირსებანი.
საქართველომ თავისი მრავალსაუკუნოვანი განვითარების გზაზე შექმნა საერო და სასულიერო მუსიკის მაღალმხატვრული ნიმუშები.
ქართველ ხალხს სამართლიანად შეუძლია იამაყოს წინაპართა მიერ შექმნილი უძველესი და უმდიდრესი მუსიკალური კულტურით,რომლის მოვლა-პატრონობაც ახალგაზრდა თაობის ვალია.