ევროპული მემკვიდრეობა

Année
2019
Storyteller
Nom de la personne à contacter
Ana Gomareli
Participants
Share:
Vue d'ensemble
საქართველო ევროპის ნაწილია, ხოლო საქართველოში არსებული კულტურული ძელგლები ეროპული მემკვიდრეობა. ქართველები ვამაყობთ ჩვენი მემკვიდრეობით. ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის მახასიათებელია ისაა რომ კულტურულმა ძეგლებმა გაუძლო საუკუნეებს, გაუძლო მტრებს რომელთაც სურდაც ამ უნიკალური ადგი`ლების ხელში ჩაგდება. რომ არა ევროპა აქამდე ვერ მოაღწევდნენ ისინი რომ არა ევროპის მხარდაჭერა ჩვენ დღეს არ ვიარსებებდით. მე ვისაუბრებ რამდენიმე კულტურულ ძეგლზე რომლებიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. მანამდე კი გეტყვით ევროპის ბოლოდროინდელი წვლილის შესახებ ქართულ მემკვიდრეობაში. გამოფენა „ოქროდ ქცეული სიბრძნე“ რომელიც საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერით გაიმართა, ბევრ რამეს ნიშნავდა.წარსულის შენარჩუნება, სინამდვილესთან ზიარება და მომავლის ხედვა – ეს არის გამოწვევები, რომელთა წინაშე დადგა მუზეუმი, როგორც საგანძური და ცოდნის კერა. ახლა დავუბრუნდეთ მთავარ თემას. 1.გელათის მონასტერი. გელათის მონასტერი აგებულია შუა საუკუნეების უმნიშვნელოვანეს ცენტრში ქალაქ ქუთაისში.იგი 1106 წელს დაარსდა დავით აღმაშენებლის თაოსნობით. მან 1994 მიიღო იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ცენტრალურ-გუმბათოვან მთავარ ტაძარს ორ ბოძსა და საკურთხეველის კედლებზე დაყრდნობილი გუმბათი აქვს.გარედან ტაძარი მოპირკეთებულია. ფართო და უხვად განათებული შიგა სივრცე საზეიმო შთაბეჭდილებას ტოვებს. კედლები ერთიანად დაფარულია სხვადასხვა დროის მხატვრობით. მთავარი ტაძრის აღმოსავლეთით, XII საუკუნის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაა. გეგმითა და ფორმებით იგი მთავარ ტაძარს იმეორებს, მაგრამ უფრო მცირე ზომისაა. გელათის ანსამბლში შედის აგრეთვე აკადემია, რომელმაც ჩვენამდე ნანგრევების სახით მოაღწია. მთავარი ტაძრის კონქში დაცულია ცნობილი გელათის მოზაიკა, XII საუკუნის ფრესკები. გელათის მონასტრის გალავნის სამხრეთით, მთავარ შესასვლელში, დავით აღმაშენებლის საფლავია. მემკვიდრეობა-გელათის მონასტერში ინახებოდა მდიდრულად მორთული და მინიატიურებით შემკული ქართული ხელნაწერები, რომელთა დიდი ფონდი აქ ძველთაგანვე არსებობდა, აგრეთვე ქართული ჭედური ხელოვნების ბევრი შესანიშნავი ნიმუში (მაგ. ხახულის ღვთისმშობლის ხატი). გელათის მონასტრის ზღუდის გარეთ დაახლოებით 150 მ-ზე, მის ჩრდილო-აღმოსავლეთით, შემორჩენილია სოხასტერის მონასტრის ნანგრევები - ეკლესიების, კოშკის ტიპის საცხოვრებელი სახლებისა და სხვა ნაშთები. მონასტრის სამხრეთ-დასავლეთით მაღალ კონცხზე წმ. საბას სახელობის დარბაზული ეკლესიის (X-XI სს.) ნანგრევებია. მის მახლობლად, გზის გაღმა, წმ. ილიას სახელობის ეკლესიაა. მოშორებით, მდინარე წყალწითელის ხეობაში, ე. წ. "დავითის კონცხზე", მტრის თავდასხმისაგან მონასტრის დამცველი დიდი მრგვალი კოშკის ნანგრევები. გელათის სამონასტრო კომპლექსს დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც საქართველოსთვის ისე ევროპიისთვის. პირველ რიგში ის ინახავს მემკვიდრეობას, რომელიც აინტერესებთ ტურისტებს და ყოველწლიურად გელათის მონასტერს უამრავის სტუმარი სტუმრობს. ის იყო ჯერ კიდევ მე-14, მე-15 საუკუნეებში საქართველოს რელიგიური, კულტურული ცენტრი, ასევე ჰქონდა სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა. იქ ხდებოდა სწავლება, იწერებოდა და ითარგმნებოდა უამრავი ნაწარმოები. ის არის როგორც საქართველოს ისე ევროპული მემკვიდრეობა. 2. მცხეთის ისტორიული მონუმენტები:სვეტიცხოველი და ჯვრის მონასტერი. სვეტიცხოველი — საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარი საპატრიარქო საკათედრო ტაძარი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთა ინთრონიზაციის (აღსაყდრების) ადგილი, შუა საუკუნეების საქართველოს მრავალი მეფის, მათი ოჯახის წევრების და პატრიარქთა საკრძალავი, XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ერთ-ერთი ოთხ დიდ კათედრალთაგან (ოშკი, ბაგრატის ტაძარი, ალავერდი). მდებარეობს თბილისიდან 20 კმ დაშორებით, ქალაქ მცხეთაში. სვეტიცხოველში დაკრძალულია უფლის კვართი და წმ. ელია წინასწარმეტყველის მოსასხამი. იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. სვეტიცხოველი ყველაზე დიდი ისტორიული საეკლესიო ნაგებობაა საქართველოში დღემდე გადარჩენილთა შორის. იგი საუკუნეთა მანძილზე ქრისტიანული საქართველოს სარწმუნოებრივ ცენტრს წარმოადგენდა. 1970-1971 წლებში სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოთა ჩატარების დროს მიკვლეულ იქნა მისი საძირკვლის კვალი. ასევე მთლიანად შემოიხაზა იმ ბაზილიკის გეგმა, რომელიც აქვე ააშენა, წმ. ნინოს ეკლესიის დანგრევის შემდეგ, ვახტანგ გორგასალმა V საუკუნის II ნახევარში. XI საუკუნეში დაზიანებული ბაზილიკის ადგილზე ქართლის კათოლიკოსმა მელქისედეკმა ახალი ტაძარი ააგო. მან ხუროთმოძღვრად არსუკისძე მიიწვია. მშენებლობა 1010 წელს დაიწყო და 1029 წელს დამთავრდა. თავისი არსებობის მანძილზე სვეტიცხოველი არაერთხელ გადაკეთებულა. 1283 წელს ტაძარი მიწისძვრამ დააზიანა. XIV საუკუნეში გიორგი ბრწყინვალემ აღადგინა ტაძრის გუმბათი. ჯვრის მონასტერი ჯვრის მონასტერი, ჯაჭვის საყდარი VI საუკუნის ტაძარია. მონასტერი, მდებარეობს მცხეთის აღმოსავლეთით, მდინარეების მტკვრისა და არაგვის შესართავთან, კლდოვანი მთის წვერზე. შეტანილია მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. ტაძრის სახელწოდებას ისტორიული საფუძველი აქვს. IV საუკუნის 30-იან წლებში ქრისტიანობის მიღების პირველივე წლებიდან ამ ადგილას მეფე მირიან III-მ ხის ჯვარი აღამართინა, რომელსაც, მოგვიანებით გარდა ქართველებისა თაყვანს სცემდნენ მთელი კავკასიის ქრიატიანებიც. ეს ტაძრები წარმოადგენენ ისტორიულ ძეგლებს. მათ შემოგვინახეს ისინი ევროპული მემკვიდრეობის ნაწილია.ეს არის ჩემი თვალით დანახული საქართველოს მემკვიდრეობა რომელიც მას უნიკალრად აქცევს. რაც შეეხება ჩვენი კულტურის კავშირს ევროპასთან ამის შესანიშნავი მაგალითია ღვინის კულტურა, უძველესი დროიდან არსებობს საქართელოში. ქართული ღვინო ისტორიით ერთ-ერთი უძველესია ევროპაში. დღეისთვის ნაპოვნი ყველაზე ადრეული ნიშნები მევენახეობისა და ღვინის წარმოებაზე მიუთითებს საქართველოში ღვინის კულტურის არსებობაზე დაახ. 7000 წლის წინ, რაც საქართველოს ღვინის სამშობლოს სტატუსს ანიჭებს. ყველაზე განთქმული მევენახეობით საქართველოს რეგიონებს შორის არის კახეთი (რომელიც იყოფა თელავისა და ყვარლის მიკრორეგიონებად), მას მოჰყვება ქართლი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, ასევე აფხაზეთი ქვემო ქართლის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილ იქნა ყურძნის წიპწები, რომელიც ძვ.წ. 7-6-ე ათასწლეულებს განეკუთვნება და ენეოლითური პერიოდით თარიღდება. მე-6-5 ათასწლეულებით ჩვენს ერამდე დათარიღდა ანაკლიის დიხა-გუძუბაში აღმოჩენილი წიპწები, რის შედეგადაც დადასტურდა, რომ ჯერ კიდევ ნეოლითის დროს, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში იცნობდნენ ვაზის კულტურას და მას საკმაოდ დიდი როლი ეკავა ადვილობრივი მოსახლეობის სამეურნეო ცხოვრებაში. ქართული ღვინო საქართველოში და ევროპაში არა მხოლოდ მისი ხარისხით, არამედ სხვადასხვა ნიშნებით ფასდება. ამაზე მცირე მარნების თუ ღვინის კომპანიების წარმოებული ღვინოების "დასახელებებიც" ნათლად მეტყველებს. აღსანიშნავია რომ, გაყიდვების მხრივ თითქმის ყველა ღვინის მწარმოებელი კომპანია მსგავს მონაცემებს ავრცელებს. მათ მიერ გავრცელებული მონაცემები კი ასე გამოიყურება: საქართველოში გაყიდული ბოთლის ღვინოდან 45% "საფერავზე" მოდის. ( უპირატესობა ხაშმის, კონდოლისა და ხოდაშენის მიკროზონებს ენიჭებათ.) დაახლოებით ამდენივე იყიდება "რქაწითელიც". აქვე აღსანიშნავია რომ, მასში რქაწითელისა და სხვა ჯიშის ყურძნის კუპაჟური წესით მიღებული ღვინოებიც შედის. ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა. „იაგოს ღვინო“ ევროპის გარდა აშშ–სა და იაპონიაშიც იყიდება. 1 ბოთლი ღვინო ჩემს მარანში 8–10 დოლარი ღირს, ევროპისა და ამერიკის მაღაზიებში კი გაცილებით მეტი. „იაგოს ღვინო“ არ იყიდება დიდ სუპერმარკეტებში, იყიდება სპეციალიზებულ მაღაზიებში და ნატურალური ღვინის ბარებში. საფრანგეთის და იტალიის სპეციალიზებულ მაღაზიებში ის 21–22 ევრო ღირს, რესტორნებსა და ბარებში კი 2–ჯერ მეტიც,“ – ამბობს იაგო ბიტარიშვილი. მას მცხეთის რაიონის სოფელ ჩარდახში 2 ჰა–ზე გაშენებული ვენახი აქვს. ღვინოს კი ტრადიციული ქართული წესით, ქვევრში, ჭაჭაზე აყენებს. იაგოს ღვინის 2014 წლის მოსავალი პრაქტიკულად, უკვე გაყიდულია. ევროპას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს მემკვიდრეობაშI მისი მხარდაჭერის გარეშე ვერ მოვიდოდა ჩვენი მემკვიდრეობა აქამდე. საქართველო, ევროპის განუყოფელი ნაწილია. ჩვენი მემკვიდრეობა სხვა ქვეყნებისგან მისი სიძველით და ისტორიულობით ასევე გეოგრაფიული მდებარეობით განსხვავდება. როგორც ვიცით საქართველოს უძველესი დროიდან სტრატეგიული მდებარეობა აქვს და, ასევე კავშირი აქვს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებთან.