საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა

Année
2019
Storyteller
Nom de la personne à contacter
??????? ???????
Participants
Share:
Vue d'ensemble
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა კულტურული მემკვიდრეობა ის სიმდიდრეა, რომელიც წინაპრებისგან გვერგო და რომლის მესაკუთრენიც ყველანი ვართ.კულტურული მემკვიდრეობა ის საფუძველია, რომელიც გვამოძრავებს,წინსვლისკენ გვიბიძგებს, ჩვენს იდენტობას განაპირობებს და საკუთარი თავის რწმენას გვაძლევს. ეს არის ადამიანის არსებობის, მისი სამყაროსადმი შემოქმედებითი დამოკიდებულების გამოხატულება, ისტორიულად ჩამოყალიბებული კულტურული გარემო, რომელიც ქვეყნის სახეს განსაზღვრავს და თითოეულ ჩვენგანს იმ განსაკუთრებულ მუხტს სძენს, რომელიც მხოლოდ თაობიდან თაობაზე გადაცემული ღირებულებების უფაქიზეს ერთობლიობას შეიძლება გააჩნდეს. კულტურული მემკვიდრეობა წარსულთან გვაკავშირებს, აწმყოსთვის მყარ საყრდენს გვაძლევს და მომავლისკენ გზას გვიკვალავს. შესაბამისად, მემკვიდრეობა ნებისმიერი ქვეყნის სოციალური, ეკონომიკური თუ კულტურული განვითარების ანარეკლადაც გვევლინება. ჩვენი , საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. საქართველომ ადამიანის მოღვაწეობის თითქმის ყველა სფეროში შემოინახა კვალი: ზეპირსიტყვიერების ტრადიციები და გამოხატვის ფორმები, საშემსრულებლო ხელოვნება, ადათ-წესები, ჩვეულებები, ტექნოლოგიები, ტრადიციულ ხელოვნებასთან დაკავშირებული ცოდნა და უნარ-ჩვევები, მათთან დაკავშირებული ინსტრუმენტები, საგნები, არტეფაქტები და კულტურული სივრცეები. საქართველო გამორჩეულია მდიდარი და მრავალფეროვანი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობით. ის მემკვიდრეობის ცოცხალი ფორმაა, რომელიც მუდმივად მოქმედებს, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა თაობიდან თაობას გადაეცემა, გარემო პირობების, ბუნების ზემოქმედებისა და მათი ისტორიის შესაბამისად განიცდის მუდმივ განახლებას, ეს არის შემოქმედებითი პროცესი, რომელიც ქმნის კულტურულ იდენტობას და ხელს უწყობს კულტურათა მრავალფეროვნებისა და ადამიანის შემოქმედების პატივისცემას. გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ერე­ბის გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და კულ­ტუ­რის ორგანიზაცია "იუ­ნეს­კო"-მ არა­ერ­თხელ შე­ი­ტა­ნა სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბა თა­ვის ნუს­ხა­ში. 2013 და 2017 წელი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წელი იყო კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ობის მხრივ რადგან 2017 წელს ქართული ქვევრის ღვინის ტრადიცია ხოლო 2013 წელს ქართული ანბანის სამი სახეობა შევიდა "იუნესკოს'' ნუსხაში. ქვევრი და ქვევრის ღვინის დაყენების ტრადიცია როდესაც ვსაუბრობთ საქართველოს ტრადიციებზე და კულტურაზე შეუძლებელია არ ვახსენოთ ქვევრი და ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი. საქართველოში ქვევრში ღვინის დაყენება 8 ათასი წლის წინ დაიწყეს და ამ ტრადიციას დღემდე ინარჩუნებენ. ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს 2017 წელს იუნესკოს (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც ამ მეთოდის უნიკალურობაზე მიუთითებს და გზავნილია მთელი მსოფლიოსთვის, რომ ღვინო უძველესი ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილია. ეს აღიარება მნიშვნელოვანია ქვევრის ღვინის ცნობადობის ამაღლებისთვის და ხელს შეუწყობს ქართული ღვინის მსოფლიო პოპულარიზაციას. ქვევრი ღვინის დასაყენებელი და შესანახი უნიკალური თიხის ჭურჭელია. საქართველოში აღმოჩენილი ქვევრის ტიპის უძველესი ჭურჭელი განეკუთვნება ძვ. წ. VI-V ათასწლეულებს. საქართველოს მეღვინეობის ერთ-ერთ უმთავრეს რეგიონში - კახეთში ქვევრები მარანშია ჩაფლული, დასავლეთ საქართველოში კი ღვინოს ჰერმეტულად დახურულ ჭურებში (ქვევრი) ღია ცის ქვეშ ინახავენ. საქართველოში აგრეთვე არსებობს ქვევრის ღვინის გამორჩეული სახეობა _ მონასტრის, ე. წ. „ზედაშის“ ღვინო. ესაა წითელი ღვინო და გამოიყენებენ საეკლესიო რიტუალების დროს. ზედაშის ღვინის დაყენება არ განსხვავდება ჩვეულებრივი ქვევრის ღვინის დაყენებისგან. ძირითადი განსხვავება არის არა ღვინის ტექნოლოგია, არამედ შინაარსობრივი და დანიშნულებითი მხარე. საზედაშე ღვინოს სჭირდება არა ფილტრაცია ან სხვა პრეპარატებით გაჯერება, არამედ ჭაჭიდან დროული მოხსნა და გადაღების სწორი დროის შერჩევა. საქართველოში ქვევრის ღვინოს ბევრი ღვინის კომპანია აწარმოებს. ქვევრის ღვინის წარმოებით, საქართველოს გარდა, ბოლო დროს სხვა ქვეყნებიც დაინტერესდნენ. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ წლებში ექსპორტზე სულ უფრო მეტი ქართული ქვევრის ღვინო გადის, და მათ შორის ისეთ ტრადიციულ ღვინის ქვეყნებში, როგორიცაა იტალია და საფრანგეთი. ქართული ანბანი ქართული დამწერლობა — ანბანური დამწერლობა, რომელსაც იყენებს ქართული ენა და მისი მონათესავე ქართველური ენები, ასევე დროგამოშვებით სხვა კავკასიური ენებიც (მათ შორის ოსური და აფხაზური ენები 1940-იან წლებში). თანამედროვე ქართულ ანბანს 33 ასო აქვს, ძველ ანბანში კი 38 ასო-ნიშანი იყო, რომელთაგან ხუთი თანამედროვე ქართულში აღარ გამოიყენება. ქართლის ცხოვრების თანახმად, ქართული დამწერლობა იბერიის პირველმა მეფემ ფარნავაზმა შექმნა. ქართული ერთ-ერთი უნიკალური და უძველესი ენაა მსოფლიო ენებს შორის. ქართულმა ანბანმა თავისი არსებობის მანძილზე სამი საფეხური განვლო: 1. ასომთავრული ანუ მრგვლოვანი 2. ნუსხური 3. მხედრული. თითოეულ მათგანს თავისი დამახასიათებელი გრაფიკული სტილი აქვს, მაგრამ ასო-მოხაზულობათა ცვალებადობის თვალსაზრისით ნუსხური დამწერლობა ასომთავრულის განვითარების შედეგია, ხოლო მხედრული – ნუსხურისა. ეს ცვლილებები განსაზღვრა სწრაფი, გამარტივებული წერისკენ მისწრაფებამ, რასაც წიგნზე მზარდი მოთხოვნილება განაპირობებდა. ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნი შე­ვი­და მსოფ­ლიო მემ­კვიდ­რე­ო­ბის ნუს­ხა­ში, მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბუ­ლი 14 ან­ბა­ნი­დან პირ­ვე­ლე­ბი ვართ, ვინც მსოფ­ლიო მემ­კვი­რე­ო­ბის ნუს­ხა­ში მოვ­ხვდით, 14 ან­ბა­ნი­დან ერ­თა­დერ­თე­ბი ვართ, ვი­საც ან­ბა­ნის სამი ცო­ცხა­ლი სა­ხე­ო­ბა გვაქვს და ეს აღი­ა­რა მსოფ­ლი­ომ 150 ქვეყანა ფეხზე წამომდგარი უკრავდა ტაშს ქართულ ანბანს... სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მე-11 კლასის მოსწავლე : ქეთევან ილურიძე