დიმიტრი უზნაძე – ხიდი ევროპული და მსოფლიო ფსიქოლოგიის კონტექსტში/ Dimitri Uznadze - a bridge in the context of European and World psychology.
დიმიტრი უზნაძე - ხიდი ევროპული და მსოფლიო ფსიქოლოგიის კონტექსტში/ Dimitri Uznadze - a bridge in the context of European and World psychology.
ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით იხსნება დროებითი გამოფენა, რომელიც ეძღვნება ქართველ ფსიქოლოგს, ფილოსოფოსს, ფსიქოლოგიის ქართული სამეცნიერო სკოლის დამფუძნებელს - დიმიტრი უზნაძეს.
გამოფენისა და კონცეფციის იდეის ავტორი გახლავთ ლონდონის ქინგს კოლეჯის კლინიკური ფსიქოლოგიის პროფესორი, ევროპის აკადემიის არჩეული წევრი, დიდი ბრიტანეთის ფსიქოლოგიური საზოგადოების ნამდვილი წევრი, პროფესორი - ქეთი ჭანტურია.
📖 ქალაქ ქუთაისს უკავშირდება დიმიტრი უზნაძის ბიოგრაფიის პირველი წლები: 1907 წელს დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია, 1909–1918 წლებში კი ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიაში ასწავლიდა მსოფლიო ისტორიას. 1917 წელს მან ქუთაისში გამოსცა მსოფლიო ისტორიის პირველი ქართული სახელმძღვანელო. 1933–1942 წლებში დიმიტრი უზნაძე იყო ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის, (ამჟამად ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი), ფსიქოლოგიის კათედრის პირველი გამგე.
📖 გამოფენაზე წარმოდგენილი არქტეფაქტების მნიშვნელოვანი ნაწილი, დიმიტრი უზნაძის არქივის სახით, განთავსდება მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებაში და ქუთაისის მუზეუმის ხელნაწერთა ფონდი კიდევ ერთი დიდი მეცნიერისა და მოღვაწის პირადი არქივით გამდიდრდება.
პროგრამა:
12:00 👉აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი - დიმიტრი უზნაძის ძეგლის გახსნა;
14:00 👉იოსებ ოცხელის სახელობის #2 საჯარო სკოლა (ყოფილი ქუთაისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზია) - დიმიტრი უზნაძის სახელობის კაბინეტის გახსნა;
16:00 👉ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი - გამოფენის ,,დიმიტრი უზნაძე - ხიდი ევროპული და მსოფლიო ფსიქოლოგიის კონტექსტში’’ - გახსნა.
Address
ქუთაისი, პუშკინის ქუჩა 12, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი, Kutaisi, Géorgie