ცოცხალი მემკვიდრეობა (2023)

ევროპის მემკვიდრეობის დღეები: ცოცხალი მემკვიდრეობა

"ცოცხალი მემკვიდრეობა" გულისხმობს პრაქტიკებს, ცოდნასა და უნარებს, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემა და დღესაც გამოიყენება. უნარების, ხელობისა და პროფესიების ფართო სპექტრი საშუალებას გვაძლევს, მრავალი გზით შევინარჩუნოთ და დავიცვათ ჩვენი მემკვიდრეობა. ეს თემა საშუალებას გვაძლევს, უფრო ახლოს გავეცნოთ ჩვენი მემკვიდრეობის მცველების მიერ შესრულებულ სამუშაოს. ჩვენ შევისწავლით, თუ როგორ იქცა გუშინდელი მემკვიდრეობა დღევანდელად და როგორ შეიძლება, ამ მემკვიდრეობის მცველების წყალობით, მომავალი თაობებისთვის დაცული იყოს.

უნარები, პრაქტიკა და მოგონებები, და ის გზები, რომლებითაც მათ ერთმანეთს ვუზიარებთ, იდენტობისა და უწყვეტობის შეგრძნებას გვიქმნის. ეს პროცესი მუდმივად ვითარდება და მისი, როგორც ჩვენი ყოველწლიური თემის, შესწავლით, ღონისძიებების ორგანიზატორებს მივცემთ შესაძლებლობას, ის სიღრმისეულად გამოიკვლიონ და, ამავდროულად, ხელი შეუწყონ კულტურული მრავალფეროვნებისა და კრეატიულობის დაფასებას.

გაეცანით ღონისძიებების იდეების ახალ ბროშურას!

@ichbindenkmal.at Instagram Living Heritage
Photo credits: Instagram @ichbindenkmal.at