მემკვიდრეობა და განათლება (2020)

მემკვიდრეობა და განათლება, 2020 წლის ევროპის საერთო მემკვიდრეობის დღეების თემა

2020 წელს ევროპული მემკვიდრეობის დღეების ფარგლებში, ჩვენ აღვნიშნავთ მემკვიდრეობასა და განათლებას. თავიდანვე, განათლება ევროპული მემკვიდრეობის დღეების ინიციატივის მთავარი ნაწილი იყო და ის ჩვენს ყველა საქმიანობაშია ჩართული. ის საფუძვლად უდევს მრავალ ღონისძიებას, რომლებიც ყოველწლიურად მთელი ევროპის მასშტაბით იმართება, იქნება ეს რამდენიმე ადამიანისთვის განკუთვნილი პრაქტიკული ვორქშოფი თუ დიდი საჯარო ონლაინ გამოფენა. მიუხედავად იმისა, 5 წლის თუ 95 წლის ადამიანების ჩართულობაზე ვმუშაობთ, გვსურს, რომ EHD 2020-ის ინიციატივამ დატოვოს მემკვიდრეობა, რომელიც წარმოაჩენს მემკვიდრეობის პოტენციალს, როგორც სწავლისა და მომავლის შთაგონების ინსტრუმენტისა.

საგანმანათლებლო მემკვიდრეობა არა მხოლოდ მდიდარი საგანმანათლებლო რესურსია, არამედ ჩვენი საერთო ევროპული მემკვიდრეობისა და მემკვიდრეობით მიღებული ღირებულებების კარიბჭეა, რომელიც დღემდე შემოგვინახა. დაწყებული იმ მნიშვნელოვანი როლით, რომელიც ლათინურმა ენამ მთელი ევროპის შუა საუკუნეების მეცნიერთა ცხოვრებაში შეასრულა, და დამთავრებული მისი დღევანდელი გამოყენებით, როგორც ბოტანიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ენისა, — უამრავი საგანმანათლებლო კავშირი არსებობს, რომელსაც ჩვენ კვლავაც ვინარჩუნებთ ევროპულ საზღვრებს მიღმა. იყო დრო, როდესაც უმეტესობას შეგვეძლო ვარსკვლავთსაფენი წაგვეკითხა, გვქონდა საბაზისო ცოდნა იმის შესახებ, თუ რომელი ველური მცენარეების ჭამა შეიძლებოდა და რომელი კუჭის ტკივილის მოსახსნელად. ჩვენ შეგვეძლო აგვეშენებინა და მოგვეწესრიგებინა საკუთარი სახლები, მოგვემკა საკუთარი საკვები, შეგვეკეთებინა ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ჩალის სახურავები და ლითონის ჭიშკრები, დაგვეწარმოებინა საკუთარი სამკაულები, მოგვეყოლა ჩვენი საკუთარი ამბები და გვესწავილა ჩვენი შვილებისთვის. ბავშვობაში რასაც სწავლობდით, დამოკიდებული იყო თქვენს ადგილმდებარეობაზე, სოციალურ მდგომარეობაზე, ადგილობრივ რესურსებსა და გეოგრაფიულ გარემოზე და ხშირად ეფუძნებოდა გადარჩენისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს. დღეს განათლება უფრო ერთგვაროვანია – "ერთი ზომა ყველასთვის" მიდგომა. მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთი და იგივე სახელმძღვანელოები გამოიყენება და ადგილობრივი ლანდშაფტის, მასალებისა და კლიმატის თავისებურება დღეს სკოლაში მოსწავლეების უმეტესობისთვის არარელევანტურად მიიჩნევა. ამან გამოიწვია კავშირის გაწყვეტა იმ ადგილებთან, სადაც ვცხოვრობთ, ადგილობრივ ბუნებრივ გარემოსთან, გეოგრაფიასთან და ლანდშაფტთან, და ადგილობრივ პრობლემებთან, რომლებსაც ადგილობრივი გადაწყვეტა სჭირდება. ჩვენი ცვალებადი ბუნებრივი გარემოს მიმართ ნამდვილი შეშფოთების დროს, ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია ჩვენი წინაპრებისგან და მისი ადაპტირება ჩვენი ამჟამინდელი საჭიროებებისთვის.

მემკვიდრეობა მხოლოდ განსაკუთრებულ დღეებს არ ეხება. მას აქვს პრობლემების შემოქმედებითი გადაჭრის გზების შეთავაზებისა და იმის ხელახლა წარმოდგენის უნარი, თუ როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ წარსული განსხვავებული მომავლისთვის ახალი იდეების შესაქმნელად. #ევროპულიმემკვიდრეობისდღეების 2020 წლის აღსანიშნავად, გვსურს, ხელახლა დაუკავშირდეთ იმ ცოდნას, ტრადიციებსა თუ უნარებს, რომლებიც თქვენი ადგილის განმსაზღვრელი იყო, და ამით ხელახლა წარმოიდგინოთ, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს განათლება XXI საუკუნისთვის.

ევროპის მემკვიდრეობის დღეებისთვის ღონისძიების ორგანიზებისთვის შთაგონება იპოვეთ 101 იდეას შორის, რომლებიც თქვენთვის ინგლისურ და ფრანგულ ენებზე შევკრიბეთ. ან გამოიყენეთ მემკვიდრეობისა და განათლების შესახებ ეს სასარგებლო რესურსები.